in ,

როგორ დაარეგულიროთ ურთიერთობა თქვენი გუნდის წევრსა და ხელმძღვანელს შორის

მართვა კომპლექსური პროცესია. საქმიანი ურთიერთობების გარდა, ასპარეზზე პირადი დამოკიდებულებაც გასათვალისწინებელია. საინტერესოა, რომ ის მენეჯერებიც კი, რომლებიც გულწრფელად არიან დაინტერესებულნი თავიანთი გუნდის წევრების განვითარებით, ზოგჯერ შიშობენ, რომ ჩრდილში არ დარჩნენ, მათ ფონზე. ან შეიძლება ეფიქრებოდეთ კიდეც, რომ მათი თანამშრომელი იერარქიულ ხაზს დაარღვევს და პირდაპირ თქვენს ხელმძღვანელს დაექვემდებარება. მათთვის საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს ის პერსპექტივაც კი, რომ ეს ადამიანი სამუშაოდ სხვაგან გადავა, თუ ზედმეტად ხილვადი გახდება. ასეთი მენეჯერი შეიძლება დაბრკოლებად იქცეს მაღალეფექტური თანამშრომლებისთვის. მათ შეიძლება მოითხოვონ, რომ თანამშრომელმა მხოლოდ მათთან იმუშაოს და არასდროს იმუშაოს მათ ხელმძღვანელთან, სურდეთ ყველა შეხვედრაზე დასწრება, ან თანამშრომლისგან ყველა სამუშაოს შეთანხმება, სანამ ზედა რგოლს მიაწვდიან.

თუმცა, მაღალეფექტური ტალანტის თქვენს ზედა რგოლთან დაკავშირება მათი შენარჩუნების მთავარი ელემენტია. ეს წვდომა ხელს შეუწყობს იდეებისა და უფრო ფართო ხედვის ჩამოყალიბებას. ამრიგად, თქვენ და თქვენს თანამშრომელს უფრო მეტად დაგინახავენ თქვენი კონკრეტული დეპარტამენტის გარეთ, უფრო მაღალ დონეზე. თქვენს უშუალო ხელმძღვანელთან წინასწარი შეთანხმება და სწორი საუბარი სწორ გზაზე დაგაყენებთ და თავიდან აგაცილებთ მისკომუნიკაციას.

თქვენს უფროსსა და თანამშრომელს შორის გონივრული ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე მიზანმიმართული და სტრატეგიული მიდგომა დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ თქვენი შიშების რეალობად ქცევა. თუ გუნდში გყავთ „ამომავალი ვარსკვლავი“, რომელშიც გსურთ ცოდნის ინვესტირება, მაგრამ თან შიშობთ, რამდენად გრძელვადიანი გეგმა აკავშირებს მას თქვენთან, ეს სტრატეგიები დაგეხმარებათ გადალახოთ შიშები და თქვენი მაღალეფექტური თანამშრომლის ზრდაც წაახალისოთ.

გამოავლინეთ, რა გაფერხებთ

როდესაც თქვენი გუნდის ვარსკვლავები წარმატებას აღწევენ, თქვენც ბრწყინავთ მათი ნაშრომიდან გამომდინარე. შიშზე დაფუძნებული რეაქციის ნაცვლად, სჯობს, მათი ადვოკატირებით დაკავდეთ. პირდაპირი დაქვემდებარებულისთვის თქვენ ზემდგომ დონეზე წვდომის უზრუნველყოფა აფართოებს მათ ჰორიზონტს და დამატებით შესაძლებლობებს ხსნის. ეს ზრდის შანსებს, რომ მაღალეფექტური თანამშრომელი თქვენს ორგანიზაციაში დარჩეს. ამრიგად, თქვენი და თქვენი გუნდის სამუშაო უფრო მეტად ხილვადია.

განმარტეთ თქვენს მენეჯერთან დაკავშირების აუცილებლობის მიზეზები

ნათლად აუხსენით გუნდის წევრს თქვენს ხელმძღვანელთან პირდაპირ წვდომის სარგებელი. უთხარით, როგორ მატებს ეს მათ ხილვადობას, აღიარებას, და რამდენად ეხმარება ორგანიზაციას მიიღოს სარგებელი მათი აზროვნებისა და ძლიერი მხარეებიდან გამომდინარე. ასეთი კომუნიკაცია აყალიბებს შესაბამის მოლოდინებს, ასე რომ, თქვენი თანამშრომელი არ იღელვებს, თუ რატომ შეიძლება იბარებდნენ დირექტორის კაბინეტში.

იყავით გამჭვირვალე თქვენს ხელმძღვანელთან

როდესაც თქვენს პირდაპირ დაქვემდებარებულს თქვენს მენეჯერთან აკავშირებთ, დარწმუნდით, რომ თქვენმა ხელმძღვანელმაც სათანადოდ იცის, რაზე მუშაობს თქვენი გუნდის წევრი და რამდენად მნიშვნელოვანია მისი ეს როლი. ამრიგად, თქვენი მენეჯერი ნაკლებად ეცდება დაუმატოს სამუშაოს თქვენთან კონსულტაციის გარეშე. თუმცა, ნუ გამოიყენებთ ამ შესაძლებლობას თქვენი გუნდის წევრის შესაზღუდად: ეს არ არის მათთვის შესაძლებლობების წართმევა, არამედ იმის უზრუნველყოფა, რომ სამივე თქვენგანი თანხმდებით პრიორიტეტებზე და არავინ არ იტვირთება ზედმეტად.

დაგეგმეთ, როგორ ჩაივლის მსგავსი ტიპის შეხვედრები

თქვენს მენეჯერთან ერთად, წინასწარ იფიქრეთ იმ აქტივობების ტიპებზე, რომლებიც საუკეთესოდ შეეფერება ამ შეხვედრებს. თქვენი მენეჯერისთვის ალტერნატივების შექმნა ნიშნავს უკეთეს სინქრონიზაციას მენეჯმენტში.

უთანხმოების თავიდან ასაცილებლად და მოლოდინების ადრეულ ეტაპზევე დასარეგულირებლად, აცნობეთ თქვენს უფროსს, რა შეიძლება იყოს თქვენი გუნდის წევრის სისუსტეები ან გამოწვევები, რათა მათ არ ჰქონდეთ არარეალისტური წარმოდგენები იმასთან დაკავშირებით, თუ რისი გაკეთება შეუძლია თქვენი გუნდის გამორჩეულ ვარსკვლავს. ეს თქვენი თანამშრომლის მიმართ კეთილგანწყობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. იმ  მენეჯერებისთვის, რომლებსაც სურთ უფრო მეტად მენტორის როლის შესრულება, ეს შეიძლება იყოს იმის შესაძლებლობა, რომ თქვენს თანამშრომელთან ერთად გარკვეულ სფეროებში იმუშაონ და გაუმჯობესებაში დაეხმარონ.

თქვენი გუნდის გამორჩეული წევრებისთვის მაღალი დონის მენეჯერებთან წვდომა უაღრესად სასარგებლოა, როდესაც ზრდასა და განვითარებაზე ხართ ორიენტირებული. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გეშინოდეთ, თქვენმა ვარსკვლავებმა არ დაგჩრდილონ, მათი ნამუშევრის აღნიშვნით ყურადღებას თქვენს უნარებზეც ამახვილებთ.

წყარო: HBR



AI ყავარჯენი დემენციის მქონე მოხუცებს სოციალიზაციაში ეხმარება

მოძრაობა მწვანე მომავლისკენ – ელექტრომობილებისა და მდგრადი ტრანსპორტის სარგებელი