in

რატომ ეძებს დასაქმებულთა 70% ახალ სამსახურს?

რა წარმოქმნის სტრესისა და იზოლაციის განცდას სამუშაო გარემოში? რა კავშირი აქვს ამას სამსახურით დაუკმაყოფილებლობასა და კადრების გადინებასთან? Mental Health America-ს გასული წლის კვლევის თანახმად, პრობლემა, რომელიც ორგანიზაციების დიდ ნაწილს აქვს ერთ მარტივ წინადადებაში შეიძლება გადმოვცეთ: მხარდაჭერისა და აღიარების ნაკლებობა.

კვლევაში მონაწილეობა აშშ-ის, ცხრამეტ ინდუსტრიაში დასაქმებულმა 17,000-მა ადამიანმა მიიღო. ისინი პასუხობდნენ კითხვებს სამუშაო კულტურაზე, სამსახურეობრივ სტრესზე… მკვლევარები თანამშრომლების საერთო მენტალურ ჯანმრთელობას აკვირდებოდნენ.

ეს არაა პირველი კვლევა სამუშაო გარემოს შესახებ, რომელიც სამუშაოს უფრო ადამიანზე ორიენტირებულობაზე საუბრობს, რაც თანამშრომლების პროდუქტიულობის ზრდა შეუძლია.

თუნდაც, როდესაც თანამშრომლების დასაჩუქრებაზე მიდგება თავი, კომპანიებმა უნდა იფიქრონ, რომ ამ საჩუქარმა კოლექტივში მხარდაჭრისა და აღიარების განცდა უნდა გაზარდოს.

რატომ მიდიან თანამშრომლები
შესავლის სახით, ვიტყვი, რომ რესპონდენტთა 70% აქტიურად ეძებდა სხვა სამუშაოს, ზოგი აქტიურად არა, მაგრამ ხშირად, ზოგიც – დროდადრო.

2015 წლის 1 ივნისიდან 2017 წლის 1 მარტამდე კვლევის ეს მონაცემები, ფაქტობრივად, არ შეცვლილა. უფრო გვიანდელი გამოკითხვის თანახმად, რომელიც 2018 წლის ივლისში Randstad US-მა ჩაატარა, გამოკითხულთა 60% უკვე წამოვიდა სამსახურიდან, ხოლო მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ კიდევ ფიქრობდა ამაზე.

გთავაზობთ რამდენიმე მიგნებას Workplace Health Survey-დან, რამაც ჩემი ყურადღება მიიპყრო:
რესპონდენტთა მხოლოს 21% გრძნობდა, რომ იმდენს უხდიდნენ, რამდენსაც იმსახურებდნენ.
რესპონდენტთა 45%-მა თქვა, რომ იშვიათად ან არასდროს გადაუხდიათ იმდენი, რამდენსაც იმსახურებდნენ.
77%-ს სჯეროდა, რომ კარგ თანამშრომლებს სათანადო აღიარება არ აქვთ.
რესპონდენტთა 44% თვლიდა, რომ უნარიან თანამშრომლებს “ყოველთვის ან ხშირად” ტოვებენ უყურადღებოდ და შესაბამისად, არ აღიარებენ.
34% გრძნობდა, რომ შეეძლოთ ჰქონოდათ ხელმძღვანელისა და კოლეგების იმედი.
74% გრძნობდა, რომ მიკრომენეჯმენტის ქვეშ იყო და ტრივიალური ქმედებები უშლიდა ხელს.
65%-მა თქვა, რომ სამუშაო ადგილზე იზოლირებულად გრძნობდნენ თავს.

ვისი ბრალია?
ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ლიდერშიფის. ამ სტატისტიკის გასაუმჯობესებლად, ხელმძღვანელებმა მაღალ დონეზე უნდა გამოიყენონ რესურსები: ინსტრუმენტები შეხვედრებისთვის, შეფასების სისტემა, ტრენინგი ლიდერობაზე, ქოუჩინგი და მენტორშიფი. ამგვარად არის შესაძლებელი საუკეთესო ლიდერების გამოზრდა ორგანიზაციაში.

მეტიც, მკვლევარმა ჯორჯ გალუპმა აღმოაჩინა, რომ ლიდერები და მენეჯერები, რომლებიც “მსახური ლიდერის” სტილით მუშაობენ, აგებენ ურთიერთობებს და თანაუგრძნობენ თანამშრომლებს, მათ საჭიეოებებს, ახერხებენ მნიშვნელოვნად გაზარდონ თანამშრომლების ჩართულობა და პროდუქტიულობა.
აღსანიშნავია, რომ თანამშრომელთა 75%, რომლებიც ჯანსაღად შეფასებულ სამუშაო გარემოში იყვნენ, ასეთი ხელმძღვანელების გვერდით, მეტად თავისუფლად და მშვიდად ასრულებდნენ თავიანთ საქმეს.

წყარო: inc.com



Air France-ის ახალი ავიარეისები პარიზსა და თბილისს შორის

რა შემთხვევაშია ადამიანი ბედნიერი?