19
Jul
2019

რატომ შეიძლება, უფროსი სამსახურიდან წასვლის მოტივი გახდეს?

19 Jul 2019

ხშირად ხდება ისე, რომ თანამშრომლები ტოვებენ არა კომპანიას, არამედ თავიანთ მენეჯერებს – ალბათ, ეს ხშირად გსმენიათ. სამწუხაროდ, ეს ის ფრაზაა, რომელიც ეფექტური ხელმძღვანელის მნიშვნელობასა და ცუდი მენეჯმენტის ორგანიზაციულ გავლენაზე მიანიშნებს.

pasha-statiebi
pasha-statiebi

 

თუმცა, რას აკეთებენ უფროსები რეალურად, რომ თავიანთ თანამშრომლებში ყველაფერ ამას იწვევენ? თუკი თქვენ HR, აღმასრულებელი დირექტორი ან უბრალოდ დამფუძნებელი ხართ, ამ კითხვას თავს რეგულარულად უნდა უსვამდეთ. რათა ხშირად გადაამოწმოთ გონებაში, რომ თქვენ მიერ დაქირავებულ მენეჯერებს აქვთ ლიდერის უნარები და სხვა თანამშრომლებს სამსახურის დატოვებისკენ არ უბიძგებენ.

ცუდი უფროსი და მასთან დაკავშირებული ისტორიები ალბათ ისაა, რაც ყველას მეტ-ნაკლებად გამოუცდია. ყველაზე ხშირად კი ეს ისტორიები უფროსის მხრიდან კრიტიკას, გვერდით არ დგომასა და ემპათიის არქონას ეხება. ხშირად ხდება ისეც, რომ უფროსები დაქვემდებარებულ პირებს ზევიდან უყურებენ და თითოეულ შეცდომაზე მკაცრად მიუთითებენ ხოლმე.

ხშირად, ცუდი მენეჯმენტის ისტორიები იწყება ცუდი ჩვევებიდან, რომლებიც შემდეგ ერთიანად გროვდება და იწვევს ცუდ შედეგებს. ყველაზე ხშირად კი, ლიდერებს თავიანთი შეცდომების – სხვებზე ცუდი გავლენის დანახვაში ხელს უშლით ის, რომ არ უთმობენ გარკვეულ დროს საკუთარ ქმედებებზე ფიქრს.

ფიქრი საკუთარ ქცევებზე კი გვეხმარება, აღვიქვათ ჩვენი ფიქრების, ქმედებების, რწმენებისა და ემოციების ზეგავლენა სხვებზე. ჩვენი ქმედებები აღვიქვათ ობიექტური მხრიდან და შემდეგ უკვე გამოვასწოროთ ან შევცვალოთ ისინი.

წარმოგიდგენთ მენეჯმენტთან დაკავშირებულ 5 ყველაზე გავრცელებულ შემთხვევას, რატომაც თანამშრომლები ტოვებენ სამსახურს:

როდესაც მენეჯერი/უფროსი სხვა თანამშრომლებს ზევიდან უყურებს

როდესაც არ ასრულებს დაპირებებს

როდესაც თანამშრომლებისგან არარეალური მოლოდინები აქვს

ირჩევს/ამოიჩემებს მისთვის საუკეთესო თანამშრომელს

ჭორაობს თანამშრომლებზე

როგორც წესი თითოეული შემთხვევა საკმარისი არ არის იმისთვის, რომ დასაქმებულმა პირმა დაუყოვნებლივ დატოვოს სამსახური, არამედ აქამდე იგი დროთა განმავლობაში მიდის. ლიდერის თითოეული ამგვარი ქმედება საბოლოო ჯამში გროვდება და თანამშრომლის გონებაში ილექება.

იმისთვის, რომ ამგვარ ლიდერად არ იქცეთ და არ დაკარგოთ იმის ხედვა, თუ რას გრძნობენ და განიცდიან თქვენი თანამშრომლები, აუცილებლად დაუსვით საკუთარ თავს შემდეგი კითხვები:

რა ტიპის ლიდერი მინდა, რომ ვიყო?

რას ვაკეთებ იმისთვის, რომ ასეთი ვიყო?

რას ვაკეთებ იმისთვის, რომ ასეთი არ ვარ?

იმისთვის, რომ დარწმუნდეთ, სწორად იქცევით და სწორი გზით მიდიხართ, აუცილებლად ჰკითხეთ თანამშრომლებს აზრი/შეფასება ამ ყველაფერზე. რეალურად, თქვენი ამოცანაა, გააანალიზოთ თქვენი ქმედებები და არ უბიძგოთ სხვებს სამსახურის დატოვებისკენ.

საკუთარ ქმედებებზე ფიქრს კი ბევრი პრაქტიკა სჭირდება. თუმცა, თუკი ამ გზას დაადგებით, საკუთარ თავთან ერთად სხვებსაც აღაფრთოვანებთ მომავალში.

წყარო: Inc



განხილვა