რა განაპირობებს დასაქმების ბრენდის წარმატებას? ეს ზუსტად ის კითხვაა, რომელსაც დღეს ბევრი კომპანია სვამს, განსაკუთრებით მზარდი მოთხოვნის გამო, რათა კომპანიებმა უზრუნველყონ მნიშვნელოვანი სამუშაო და გააუმჯობესონ არსებული გამოცდილება.
ისიც ყველამ კარგად ვიცით, რომ პანდემიამ სამუშაო სივრცეს კომპლექსურობა შემატა. დამსაქმებლებს მოუწიათ დისტანციური სამსახურების მიღება მაშინ, როცა მშობლობის როლსაც უმკლავდებოდნენ, სადაც ნდობისა და ზრუნვის მოვალეობაზე თანამშრომლებთან ურთიერთობისას ღიად ვერ საუბრობდნენ.
რა არის დასაქმების ბრენდი და რატომ აქვს ამას მნიშვნელობა?
დამსაქმებლის ბრენდი თანამშრომელთა გამოცდილებით თქვენი ბრენდის რეალიზებაა. დამოკიდებულია მყარი ღირებულებების წინადადებაზე, რომელიც მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული. ბრენდი კი, თავის მხრივ, აქ ცენტრალურ როლს თამაშობს.
დადგინდა, რომ ადამიანები სამუშაოს მას შემდეგ ტოვებდნენ, რაც ხელახლა აფასებდნენ მათივე სამსახურებრივ ცხოვრებას. თანამშრომლებმა მათი მოლოდინები გაზარდეს და შემდგომში დამსაქმებლებს მოუწიათ გადაეხედათ, როგორ ჩართულიყვნენ და დაეჯილდოებინათ ისინი.
ხოლო, თუ თანამშრომლები თავს დაფასებულად იგრძნობენ, ამას დომინოს ეფექტი ექნება. ისინი არა მხოლოდ ბრწყინვალე სამუშაოს შეასრულებენ, არამედ ბრენდის ჩემპიონებიც გახდებიან. თანაც, მოხსენებების თანახმად, თანამშრომელთა გამოცდილებამ, შესაძლოა, დადებითად იმოქმედოს მომხმარებლებზე. თუმცა ბევრ კომპანიას ამ საკითხზე ჯერ კიდევ არ გაუმახვილებია ყურადღება…
მნიშვნელოვანია, იმის უზრუნველყოფა, რომ როცა თანამშრომლები თქვენს კომპანიაში იქნებიან, მათ პოზიტიური გამოცდილება მიაწოდოთ. ეს ადამიანები კი თქვენი ბრენდის ინფლუენსერებად, პოტენციურ მომხმარებლებად და მომმარაგებლებად დარჩებიან. დიახ, ადამიანი, რომელიც სამსახურს ტოვებს ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ის, ვინც თქვენს კომპანიაში რჩება.
საიდან უნდა დაიწყოთ?
ხელმძღვანელები და გადაწყვეტილების მიმღები პირები ადამიანებს ცენტრში აყენებენ. ამის საუკეთესო მაგალითად კი Lego Group-ის Leadership Playground შეგვიძლია მივიჩნიოთ, ინკლუზიური მოდელი, სადაც ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა განაწილებული და ნაკლებად იერარქიულია.
„სწავლისადმი პრაქტიკული, გონივრული მიდგომის გამო ბავშვები ჩვენი მისაბაძი მაგალითია. ამან შთააგონა ჩვენი მიდგომა ლიდერობისადმი და ის, თუ როგორ ვთამაშობთ და ვიღებთ შთაგონებას Leadership Playground-ში. ზუსტად ისე, როგორც ამას ბავშვები აკეთებენ“, — აცხადებს ლორენ შუსტერი, ლეგოდან.
აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ როცა ადამიანები უერთდებიან კომპანიას, ეს საერთო ღირებულებების გაცვლა უნდა იყოს. მნიშვნელოვანია, გავიაზროთ, რა აძლევს მოტივაციას ინდივიდებს, რათა დამსაქმებლის შეთავაზების პერსონალიზება მოხდეს, მოქნილი სარგებლითა თუ ინკლუზიური სამუშაო ფილოსოფიით.
როგორ ჩანს თქვენი ბრენდი სივრცეებსა და ადგილებში?
სამუშაო სივრცისა და ადგილის შექმნა ისე, რომ დამსაქმებლის ბრენდს ასახავდეს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თუ ადამიანები კვირაში მხოლოდ ერთი დღე არიან ოფისში, არის თუ არა გარემო ოპტიმიზირებული, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლობას ბრენდისთვის სპეციფიკური და უნიკალური გზით?
ბრენდის გამოცდილება უნდა ავსებდეს როგორც ხალხის, ასევე ბიზნესის საჭიროებებს. მოლოდინები კი საფუძვლიანად შეიცვალა. დღეს ონლაინ სივრცე ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკური. ხოლო გამოწვევას მიკუთვნებულობის გრძნობისა და ემოციური კავშირის შექმნა წარმოადგენს იმ თანამშრომლებს შორის, რომლებიც online და offline მუშაობენ.
ტექნოლოგია კი კუთვნილების გრძნობის გასამარტივებლად ცენტრალური საკითხია, ამასთან, აზროვნების შესაცვლელად და თანამშრომლების იმით აღსაჭურვად, რაც სჭირდებათ. ამასთან, პრაგმატული მიდგომები მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა, ადამიანებისთვის იმის შეხსენება, რომ დაამატონ Teams-ის ლინკები და უზრუნველყონ დისტანციურ თანამშრომელთა ჩართვა.
ტრანსფორმაციული შედეგები
თანამშრომლის გამოცდილების ტრანსფორმირება ამ მომენტის ამოცანაა, მაგრამ მხოლოდ ის გაუძლებს ამას, ვინც მას ბრენდის პერსპექტივიდან უახლოვდება. კომპანიებმა ადამიანები თანმიმდევრული ბრენდის ისტორიით უნდა დააკავშირონ, რომელიც ხილული იქნება ყველა შეხების წერტილში, რათა უზრუნველყონ, რომ ადამიანებს ესმის მათი როლის შესახებ და ხვდებიან, როგორ უწყობს ეს ხელს ბრენდის მიზნისა და ბიზნეს ამბიციების მიღწევას.
ასე რომ, მიზანმიმართულ დამსაქმებელ ბრენდად ყოფნა და ძლიერი კულტურის ქონა დღეს აუცილებელია. ეს თქვენი ამჟამინდელი სამუშაო ძალის შენარჩუნებისა და მოტივაციის გასაღებია, რაც მომავალში ნიჭიერი თანამშრომლების მოზიდვაშიც დაგეხმარებათ.