1
Jul
2019

ფულის დაზოგვაში დამსაქმებლები უნდა დაგვეხმარონ!

1 Jul 2019

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გზა და ხელშემწყობი ფაქტორი ადამიანებისთვის, რომ თანხა დაზოგონ, რაც უნდა გასაკვირი იყოს, თავიანთი დამსაქმებელია. როგორ? – ნაჯის თეორიის მიხედვით – ქცევით ეკონომიკასა და ფსიქოლოგიაში არსებობს ტერმინი ნაჯი – ძლიერი ინსტრუმენტი, რომლითაც დანაზოგის გაზრდაა შესაძლებელი. იდეა ძალიან მარტივია, ადამიანები უფრო მეტს ინახავენ საპენსიო ანგარიშებში, როცა ის ავტომატურად ირიცხება, დამსაქმებლის მიერ, ვიდრე მაშინ, როცა თავად უწევთ ამისთვის დარეგისტრირება. ამერიკელი დამსაქმებლების უმეტესობა შეგუებულია არსებულ შენახვის პროგრამებს, თუმცა, ამ შემთხვევაში, იდეა ეხება ღარიბ ქვეყნებს, სადაც თანხის დაზოგვა ნაკლებად გავრცელებულია.

statiebi-bog
statiebi-bog

საპენსიო დანაზოგებზე წარმოებული ემპირიული კვლევები, რომელსაც OECD-ის კვლევითი ცენტრებიც ეთანხმება, ამბობს, რომ ადამიანები სიბერეზე ფიქრს ნაკლებად ახერხებენ და შესაბამისად, მიდრეკილნი არიან მიმდინარე ხარჯვისაკენ და არა – დაზოგვისაკენ. ასეთ ქცევაზე მიუთითებს ბიჰევიორისტული ეკონომიკისა და ფსიქოლოგიური კვლევებიც.

მდიდარ ქვეყნებში ფინანსური ტექნოლოგიების/ფინტექის, რომელიც დღეს, ყველაზე ხშირად გვესმის: Apple Pay, Bitcoin და Crowdfunding, საბანკო ანგარიშებსა და საკრედიტო ბარათებს მაღალშეღავათიანი ტარიფები აქვთ. მაგრამ რა ხდება იქ, სადაც ფინტექი არაადეკვატური მომსახურებაა? – ამ შემთხვევაში საქმეს მობილურ ფულთან ვიჭერთ – დაბალღირებულებიანი გზა, ადგილობრივი ვალუტის ციფრულად გადარიცხვისთვის,  მობილური ტელეფონის გამოყენებით. მას შემდეგ, რაც 2007 წელს, მობილური ფული პირველად ჩაეშვა, 118 მილიონი აქტიური ანგარიში შეიქმნა, 92 ქვეყანაში. შესაბამისად, დამსაქმებლები ამ ტრენდს მიჰყვებიან და ხელფასს მობილური ფულით რიცხავენ: ლათინურ ამერიკაში, აფრიკაში, სამხრეთ აზიაში.

ავღანეთში, მობილური ტელეფონების ყველაზე დიდ კომპანია Roshan-თან პარტნიორობით ჩატარებული კვლევის ფარგლებში დანაზოგების ანგარიში შეიქმნა, რომლის ოპერაციებიც მობილური ტელეფონით უნდა შესრულებულიყო. ისე, რომ მომხმარებლებს დეპოზიტით სარგებლობა შეეძლებოდათ ბანკში მისვლის გარეშე. საცდელად, 1000 დასაქმებული ჩართეს კვლევაში იმის გასარკვევად, კარგი იქნებოდა, თუ არა ასეთი პროდუქტი დანაზოგის გასაკეთებლად და მოტივაციას მისცემდა, თუ არა თანამშრომლებს. შედეგები იმდენად ეფექტური აღმოჩნდა, ეს ნიშანი იყო, როგორ შეუძლია დამსაქმებელსა და მთავრობას ადამიანებს დაეხმარონ, რომ თანხა ისეთ გამომწვევ გარემოშიც კი დაზოგონ, როგორიც ავღანეთია.

ეს შედეგები ამაღელვებელია იმიტომ, რომ ფორმალური დანაზოგი ჯანმრთელი ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანებს საშუალებას აძლევს, შეიძინონ მსხვილი აქტივები, მზად იყვნენ მოულოდნელი ხარჯებისთვის და საპენსიო ასაკისთვისაც მოამზადონ თავი.

ჩვენ ვხედავთ აღმასრულებელ დირექტორებს, მენეჯერებსა და ინვესტორებს, რომლებსაც სტრატეგიული მიდგომით შეუძლიათ თანხის დაზოგვის ავტომატური შეთავაზება გაუკეთონ თანამშრომლებს, რაც საბოლოოდ, არა მხოლოდ თანამშრომლების კეთილდღეობას, არამედ ეკონომიკასაც ეხმარება. ანუ, კომპანიებსა და ინვესტორებს, რომლებიც კრეატიულად ახდენენ ბიჰევიორისტული ეკონომიკის ციფრულ ფინანსებთან ინტეგრაციას, დიდი მომავალი აქვთ.

წყარო: HBR



განხილვა