ახალი სასწავლო წლის დასაწყისი ჩვენი ოჯახის პატარა წევრებისათვის ყოველთვის უმნიშვნელოვანესი პერიოდია. ასეთ დროს ყველა მშობელი ცდილობს, რომ ბავშვს განსაკუთრებით კარგი განწყობა შეუქმნას, რათა ახალი მიზნებისაკენ მათ მეტად თავდაჯერებულად იარონ. როდესაც მხიარული არადადეგების შემდგომ წიგნები, ზურგჩანთები და რვეულები უკვე მზად არის, დგება დრო სასკოლო უნიფორმის შესარჩევად.
არივისთვისაა სიახლე, რომ ახალი თაობა ადრეული ასაკიდანვე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ჩაცმულობას, როგორც ინდივიდუალიზმისა და ინტერესების გამოხატვის საშუალებას. ამიტომაც ბავშვებისათვის ახალი სასწავლო წლისათვის სამოსის შერჩევა ყველა მშობლისათვის დიდი გამოწვევაა.
სწორედ ახალი თაობის ინტერესებისა და მათი ინდივიდუალიზმის გათვალისწინებით არის შექმნილი Emporio Armani Junior-ის 2024 წლის შემოდგომა/ზამთრის Back to School კოლექცია. ეს არის მოდური და ამავდროულად კომფორტული ლუქები, რომლებიც შთაგონებულია კლასიკური სკოლის უნიფორმებით და შერწყმულია თანამედროვე დეტალებთან. Emporio Armani Junior-ის ხაზი 0-16 წლამდე ბავშვებისთვის არის განკუთვნილი და ის ვიზუალურ მხარესთან ერთად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ხარისხსა და კომფორტს. კოლექციები ახალგაზრდულია და ამავდროულად ბრენდის ელეგანტურ ხელწერას ინარჩუნებს.
ჩვენი მკითხველისთვის კი განსაკუთრებით სასიხარულო ამბავი არის ის, რომ ამ უახლესი კოლექციის შეძენა უკვე თბილისში Emporio Armani-ს ოფიციალურ მაღაზიაშია შესაძლებელი. ეს იმას ნიშნავს, რომ მშობლებს შეუძლიათ, სკოლისათვის საგანგებო სამზადისი სასიამოვნო შოპინგის გამოცდილებად აქციონ.
ახალი კოლექცია მოდელების დიდ არჩევანს აერთიანებს, როგორც ბიჭებისათვის, ასევე გოგონებისათვის. კოლექციებში ასევე გათვალისწინებულია წლის ტენდენციური ფერები, ტრენდული მოდელები. მნიშვნელობა არ აქვს, თქვენი ოჯახის პატარა წევრი როგორ სტილს ანიჭებს უპირატესობას – Emporio Armani-ს მაღაზიაში მისთვის სასურველი ლუქების აწყობას აუცილებლად შეძლებთ.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვებისათვის შოპინგისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კომფორტული გარემო, რომელიც მის განწყობაზე დადებითად იმოქმედებს. თბილისის Emporio Armani-ს მაღაზიაში მათ სწორედ ასეთი ატმოსფერო ელოდებათ.
Emporio Armani Junior-ის კოლექციები იქმნება იდეით, რომ მათ პატარა მომხმარებლებს ადრეული ასაკიდანვე უნდა ჩამოუყალიბდეთ სტილის განსაკუთრებული შეგრძნება. სწორედ ამიტომ, თუ თქვენი შვილების, ოჯახის ახალგაზრდა წევრების, ან უბრალოდ, უმცროსი მეგობრების სასკოლო სამზადისში ხართ ჩართული, Emporio Armani-ს მაღაზია ის დანიშნულების ადგილია, რომელსაც უნდა ესტუმროთ.
Emporio Armani-ს მაღაზია, რომელიც 2024 წლის გაზაფხულზე გაიხსნა, ილია ჭავჭავაძის გამზირის 48 ნომერში, 500 კვადრატული მეტრის სამსართულიან სივრცეშია განთავსებული. საქართველოში ARMANI Group-ის ოფიციალური წარმომადგენელი და ფრენჩაიზის მფლობელია კომპანია NABU, რომელსაც მოდის სახლთან თანამშრომლობის და მეგობრობის ხანგრძლივი ისტორია აკავშირებს. გარდა ბავშვის ხაზისა, მაღაზიაში წარმოდგენილია ქალის და მამაკაცის უახლესი კოლექციები.
[პარტნიორის კონტენტი]