საქართველოში EMPORIO ARMANI-ს პირველი მონობრენდმაღაზია იხსნება. Emporio Armani ჯგუფის ერთ-ერთი ძლიერი ბრენდია, რომელიც მსოფლიოს დიდი ქალაქების სავაჭრო ქუჩებს სავიზიტო ბარათია და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს როგორც მოდის ინდუსტრიისა და ეკონომიკის განვითარებაში, ისე ტურისტული მიზიდულობის ფორმირებაშიც. Emporio Armani-ს თბილისის მომხმარებელი 90-იანი წლებიდან იცნობს მულტიბრენდული NEW TREND-იდან.
საქართველოში Armani Group-ის ოფიციალური წარმომადგენელი და ფრანჩაიზის მფლობელია კომპანია ნაბუ (NABU), რომელსაც არმანის სახლთან თანამშრომლობის ოცი წელი აკავშირებს. 90-იანი წლებიდან მოყოლებული, მის მფლობელობაშია საქართველოში პირველი პრემიუმდონის მულტიბრენდული მაღაზია NEW TREND, სადაც არმანის სხვადასხვა ხაზებთან ერთად, წარმოდგენილია მსოფლიო მოდის ინდუსტრიის ყველაზე ცნობილი სახლების კოლექციები.
2016-ში ნაბუმ გახსნა არმანის კონგლომერატის პირველი ფრანჩიზული პროექტი საქართველოში – არმანი ჯგუფიდან ყველაზე ხელმისაწვდომი და ახალგაზრდული ხაზის Armani Exchang-ის მონობრენდული მაღაზია. დღეისთვის საქართველოში დიდი წარმატებით უკვე სამი Armani Exchange ოპერირებს – ორი თბილისში და ერთი ბათუმში.
25 აპრილს კი – არმანის სახლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მნიშვნელოვანი ხაზის, Emporio Armani-ს მონობრენდმაღაზია გაიხსნება. აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი წლის მანძილზე, არმანიმ განაახლა Emporio Armani-ს მაღაზიების ინტერიერ-კონცეფცია. ჯერჯერობით ამ კონცეფციის მაღაზია მსოფლიოში ერთეულებია და თბილისი მათ რიგში შევა.
თბილისის Emporio Armani ჭავჭავაძის გამზირზე, სამსართულიან 500 კვ.მ სივრცეში, განთავსდება შთამბეჭდავი ფასადითა და დახვეწილი, თანამედროვე ინტერიერით, რომელიც თავად ჯორჯო არმანიმ, არქიტექტორთა გუნდთან ერთად, დააპროექტა სპეციალურად თბილისისთვის. ახალ მაღაზიაში წარმოდგენილი იქნება Emporio Armani-ს ქალის, მამაკაცისა და ბავშვის უახლესი კოლექციები სრული არჩევანით და ლუქებით.
EMPORIO ARMANI თბილისში, ჭავჭავაძის 48-ში, 25 აპრილს გაიხსნება. მოწვეულ სტუმრებთან ერთად, საზეიმო გახსნას იტალიის საელჩოს წარმომადგენლობაც დაესწრება.
[პარტნიორის კონტენტი]