უკვე ნახევარ წელზე მეტია Emporio Armani-ის მონობრენდული მაღაზია თბილისშიც გაიხსნა. მაღაზია ილია ჭავჭავაძის გამზირის 48 ნომერში, 500 კვადრატული მეტრის სამსართულიან სივრცეში განთავსდა. სივრცის ფასადი და ინტერიერი თავად ჯორჯო არმანიმ, ARMANI Group-ის არქიტექტორთა გუნდთან ერთად, სპეციალურად თბილისისთვის დააპროექტა. რაც შეეხება სელექციას, მაღაზიაში წარმოდგენილია ქალის, მამაკაცისა და ბავშვის უახლესი და სრული კოლექციები.
ჯორჯო არმანის შემოქმედებაში განსაკუთრებული პერიოდია – წელს ლეგენდარული დიზაინერი 90 წლის გახდა. არმანი თავისი ხედვით აგრძელებს მოდის ინდუსტრიის გაოცებას და მისი ბრენდები შთამბეჭდავი კოლექციებით კვლავაც იპყრობენ მოდის კვირეულებს.
ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული შოუ იყო Emporio Armani-ის 2025 წლის Ready-to-Wear კოლექციის ჩვენება, რომელიც 2024 წლის სექტემბერში მილანის მოდის კვირეულზე შედგა. ამ კოლექციამ ნათლად წარმოაჩინა მოდის სახლის ელეგანტური ხელწერა, რომელიც შემოქმედებითი ხედვითა და კოსტიუმების ტექნიკური შესრულებით დროს უძლებს. შოუს გამოკვეთილი ხაზი იყო ქალი ტრადიციულ მამაკაცის კოსტიუმსა და ჰალსტუხში. ასეთმა შემოქმედებითმა გადაწყვეტამ ერთდროულად გადმოსცა ქალის სიძლიერე და ამავდროულად ფემინური ბუნება. თავად არმანის შეფასების მიხედვით, ჩვენება წარმოაჩენს წარსული და თანამედროვე დროის შერწყმას, სადაც ფერები, ელეგანტური სილუეტები და დეტალები ერთიან ჰარმონიულ სურათს ქმნის. აღსანიშნავია, რომ არმანი კვლავ გამოკვეთს თავისი შემოქმედებითი მემკვიდრეობის მთავარ ელემენტს – დახვეწილ სილუეტებს, რომლებიც დღემდე არ კარგავს თავის მნიშვნელობას.
Emporio Armani-ის 2025 წლის Ready-to-Wear კოლექციაში ტრადიციულმა სტილმა ფერებითა და მასალებით ახალი კონტექსტი შეიძინა. ქალის კოსტიუმების მკაცრი ელეგანტურობა დიზაინერმა ყოველდღიური დეტალებით შეამსუბუქა და ამით ახალგაზრდულ ენერგია შესძინა. კოლექციის ნაწილი მეტად გამოსასვლელ სამოსსაც დაეთმო, რომელიც მეტად კლასიკურ სტილშია გადაწყვეტილიყო, თუმცა კვლავაც მჭიდრო კავშირს ინარჩუნებს თანამედროვე ცხოვრების სტილთან.
მიუხედავად 90 წლის იუბილესი, ჯორჯო არმანი კვლავ აგრძელებს ახალი მწვერვალების დაპყრობას. მისი ხედვა, რომელიც წარსულისა და მომავლის, კლასიკურისა და ინოვაციურის შერწყმას გულისხმობს, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ Emporio Armani მოდის ინდუსტრიის უკვდავი ბრენდია.
[R]