ლას-ვეგასში მდებარე კომპანია Doughp-ის დამფუძნებლისა და დირექტორის, კელსი მორეირას თქმით, სხვადასხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიღება ბევრად გავრცელებულია, ვიდრე ეს დამსაქმებლებს ჰგონიათ. Doughp ორცხობილებს აწარმოებს და შემოსულ თანხას სარეაბილიტაციო ორგანიზაციებისკენ მიმართავს. აშშ-ის ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებისა ადმინისტრაციის მონაცემებით, 2017 წელს, 12 წელს გადაცილებულ 20 მლნ ადამიანს აწუხებდა რაიმე სახის დარღვევა, რაც ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებას უკავშირდებოდა. 2020 წლის ივნისში, აშშ-ის ზრდასრული მოსახლეობის 13%-მა ამგვარი ნივთიერებების მიღების ინტენსივობა გაზარდა, რათა პანდემიით გამოწვეულ სტრესს გამკლავებოდა. შესაძლოა იფიქროთ, რა კავშირი აქვს თანამშრომლების ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭრას, უქმე დღეებში? ექსპერტების შეფასებით, დღესასწაულები ადამიანებისთვის დამატებით ფსიქიკურ გამოწვევებს ქმნიან. წელს, ეს განსაკუთრებით რთულადაა წარმოდგენილი – საჩუქრების შესყიდვის, ოჯახთან ურთიერთობის, რასობრივი და პოლიტიკური დაძაბულობის, პანდემიის, ეკონომიკური დისბალანსის ფონზე… რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, დღესასწაულები გადაწვისა და სტრესის დამატებითი წყაროა.
საბედნიეროდ, ამ პროცესში დამსაქმებელს ნამდვილად აქვს თანამშრომელთა ხელშეწყობის საშუალება და აი, როგორ:
წაახალისეთ გულწრფელი და ღია საუბრები
მაგალითად, Doughp-ის ღია შეხვედრებზე მორეირა გულწრფელად ჰყვება, რომ რთული კვირა ჰქონდა და საკუთარ თავზე ზრუნვისთვის ნაკლებად სცალია. მისი თქმით, რთულია იყო ლიდერი, რადგან შენგან მუდმივად სიძლიერეს ელიან. თუმცა, გულახდილი საუბრით ის თანამშრომლებს გახსნილი ურთიერთობებისკენ უბიძგებს. კომპანიაში სპეციალური Slack არხიც კი არსებობს – Mental Health Mondays, სადაც ყოველ თანამშრომელს შეუძლია გასული კვირის მიღწევებსა და კრიზისზე ისაუბრობს. ეს ხელმძღვანელს საშუალებას აძლევს, მუდმივად იყოს საქმის კურსში და დახმარება შეძლოს.
უქმე დღეები კარგი დროა სასაუბროდაც – ჰკითხეთ კოლეგებს, მართლა როგორ გრძნობენ თავს? შეხვედრები ბევრად ეფექტიანი იქნება, თუკი ხელმძღვანელს ემპათია, თანაგრძნობა და ურთიერთობის სწორად წარმართვა კარგად შეუძლია. მნიშვნელოვანია პატარა გამარჯვებებიც აღნიშნოთ და ამგვარად, თანამშრომლებს თავიანთი მნიშვნელოვნება შეახსენოთ.
აქციეთ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა კულტურის ნაწილად
თანამშრომლებისთვის რეგულარული ნებაყოფილობითი თერაპია კომპანიის მხრიდან ღირებული ინვესტიციაა. ასე Lionrock-ის თანადამფუძნებელი ეშლი ლოებ ბლასინჰეიმი მიიჩნევს. კომპანიის შექმნის დასაწყისში, მან შენიშნა, რომ გაყიდვების ინტენსივობაზე მნიშვნელოვნად აისახებოდა, თუკი თანამშრომლებს პირადი პრობლემები აწუხებდათ. სწორედ ამიტომ, კოლექტივისთვის, სრულიად უფასო თერაპიული სერვისი უზრუნველყო.
შეგიძლიათ, კორპორაციული ღონისძიებები დაუთმოთ ამ საკითხს და კულტურის ნაწილად ამ გზით აქციოთ. მაგალითად, გუნდური გასვლა მოაწყოთ ქალაქგარეთ, მთის ხედებით, სპეციალური სესიებით… მთავარია გახსოვდეთ, თუკი ადამიანებზე მათთვის რთულ მომენტებში ზრუნავთ, კომპანიისთვის მნიშვნელოვან დროს, ისინი ყოველთვის დაგიდგებიან მხარში.
აღნიშნეთ განსხვავებულად
სადღესასწაულო ღონისძიებები შეიძლება იყოს მხიარული, ალკოჰოლის გარეშეც, რომელიც საკმაოდ სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს ფსიქიკურ ჯანმრთელობას. შემოიტანეთ უალკოჰოლო კოქტეილები დღესასწაულისთვის, სოციალური ექსპერიმენტები, თამაშები… კოლექტივი საჭიროებს მრავალფეროვნებასა და ინკლუზიურობას. შეგიძლიათ, აქცენტი გააკეთოთ ველნესზე, ჯანმრთელობის რჩევებზე – მაგალითად, ჯანსაღი საკვების მომზადებაზე.
სასარგებლოა გახსოვდეთ, რომ შესაძლოა, თანამშრომლებს სადღესასწაულო პერიოდში არსად შეეძლოთ წასვლა. ასეთ დროს, კარგია თუკი მათ მხარდაჭერას გამოუცხადებთ რაიმე სახით. ამიტომ, ყველაზე კარგია დაიწყოთ საუბარი გულწრფელი მოკითხვით. თანამშრომლებს ხშირად სჭირდებათ ადამიანი, რომელიც მათ ჰკითხავს, ნამდვილად როგორ გრძნობს თავს? თუ შეგიძლიათ, ეცადეთ იყოთ ასეთი ადამიანი.
წყარო: inc.