in

როცა სპონტანურობა ქანდაკებად იქცევა — ენ ივამურას ნამუშევრები

როცა ენ ივამურა თავის სახელოსნოშია, დრო სინათლის სიჩქარით გადის. სწორედ ამიტომ თვლის სპონტანურობას ყველაზე მთავარ ელემენტად შემოქმედებით პროცესში, მის შემთხვევაში კი ეს კერამიკულ ქანდაკებებში ვლინდება. სწორედ ასე შეიქმნა ვიზუალურად შთამბეჭდავი პერსონაჟების ნაკრები, რომელთაგანაც თითოეული მოულოდნელი ფორმებით, თამამი გამომეტყველებითა და ტექსტურით გამოირჩევა. 

BOG
BOG

ყველაზე მარტივ და საბაზისო ტექნიკებს მივმართავ კერამიკაზე მუშაობისას, არც სპეციალური ხელსაწყოები მაქვს და არც საიდუმლო მეთოდები შემუშავებული. იმავეს ვაკეთებ, რასაც ჩვენი წინაპრები ანტიკურ ხანაში. როცა ჩემს ნამუშევარს პირველად შევხედავ შორიდან, ამ ქანდაკებებს უცხო არტეფაქტებად მივიჩნევ, რომლებიც ჩემთვის უცნობმა ადამიანმა ან კულტურამ შექმნა.

წინასწარ არც სკეტჩებს ხატავს და არც რაიმე გეგმა აქვს, უბრალოდ თიხას იღებს და იმას ძერწავს, რაც იმ წამს მის გონებაში ხდება — თქვენ შეიძლება ჩათვალოთ, რომ ჩემი ნამუშევრები საყვარელი, საშიში, ნაცნობი, უცნობი, სახალისო, მოსაწყენი ან ბევრი სხვა საპირისპირო ემოციაა. ეს ურთიერთსაპირისპირო განწყობები კი ერთ-ერთია იმათგან, რისი მიღწევა და რისით თამაშიც მინდა

BTU’s technology that will completely transform the fields of coaching and training

კამპანია Site Up 2025 გამარჯვებული გამოვლინდა