in

“ენკანტოში” კიდევ ერთმა ბავშვმა იპოვა საკუთარი თავი

“მე ვარ დედა! ეს მე ვარ! მე გავიზარდე, დედა”

ალბათ, გახსოვთ, რამდენიმე დღის წინ ბიჭუნამ ანიმაციაში Encanto საკუთარი თავი რომ “ამოიცნო”…  როგორც ჩანს, ის ერთადერთი პერსონაჟი არაა, რომელიც “დისნეიმ გაახარა —კიდევ ერთმა 2 წლის გოგონამ შეამჩნია მსგავსება მულტფილმის მთავარ პერსონაჟ, მირაბელთან…

პატარა მანუ არაუხო მარკესმა აღფრთოვანება ვერ დამალა, როცა პირველად უყურა “ენკანტოს” და მირაბელი დაინახა. საბედნიეროდ, ეს ყველაფერი დედამ კამერით დააფიქსირა და ვიდეოში ისმის, როგორ ყვირის მანუ: “მე ვარ დედა! ეს მე ვარ! მე გავიზარდე, დედა”. მსგავსება მართლაც აშკარაა და ფაქტობრივად, ბავშვს წინასწარ შეუძლია ერთგვარი წარმოდგენა შეიქმნას, როგორი შეიძლება იყოს მომავალში — როცა მირაბელის ასაკს მიაღწევს.

რა თქმა უნდა, სახალისო ვიდეო ვირუსულად მოედო სოციალურ ქსელებს. თანაც, ამან სტეფანი ბეატრისის ყურადღებაც კი მიიპყრო… სწორედ ის ახმოვანებდა ანიმაციაში მირაბელის პერსონაჟს.

“არაფერია იმაზე კარგი, ვიდრე შენი შვილის სიხარულის დანახვა. განსაკუთრებით, როცა “დისნეის ანიმაციაშია გადაღებული”. როცა გავიგე, რომ მანუს სათვალეები უნდა ეტარებინა, ყველაზე მეტად სკოლაში ბულინგის ფაქტორი მაღელვებდა. ახლა კი ენკანტომ დამანახა — პრინცესებიც ატარებენ სათვალეს! წარმოდგენაც კი არ გაქვთ, რამდენად ცვლის ეს ბავშვის ცხოვრებას”, — ამბობს მანუს დედა, ჰანარი არაუჯო.

 

View this post on Instagram

 

A post shared by MANU (@manubaby03)

პორშეს დიზაინის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, შეზღუდული რაოდენობის Porsche 911 Targa გამოუშვეს

“უკვდავების მისაღწევად” Alto Labs-ს ცნობილი მეცნიერები უერთდებიან