9
Jul
2019

ნაცისტებიდან ჰიპებამდე – Volkswagen Beetle-ის გზის დასასრული

9 Jul 2019

Volkswagen, საკულტო მოდელი, „ხოჭოს“ წარმოებას აჩერებს. ეს 1938 წელს შექმნილი Volkswagen Beetle-ის გზის დასასრულია. როგორც გამოცემა Associated Press წერს, ამით მე-20 და 21-ე საუკუნის სხვადასხვა პერიოდის სიმბოლოდ ქცეული მანქანის ისტორია მთავრდება.

1938 წელი, Volkswagen-ის ქარხნის გახსნა, Fallersleben, Germany, AP Photo

„ეს იყო გერმანიისთვის ყველაზე ბნელი პერიოდის, ნაცისტური მმართველობის პრესტიჟის პროექტი, ომის შემდგომი გერმანიის ეკონომიკური რენესანსისა და მზარდი საშუალო კლასის აღმავლობის სიმბოლო. გლობალიზაციისა და მსოფლიოში აღიარების მაგალითი. მისი ნიშანი ისეთივე ცნობადი გახდა, როგორც „კოკა-კოლას“ ბოთლი“.

Volkswagen-ის საწამო, 1954 წელი, AP Photo/Albert Riethausen

მანქანის ორიგინალი დიზაინის კვალმა – 4-5 ადამიანის დასაჯდომი, თითქმის ვერტიკალური საქარე მინა და ძრავა საჰაერო გაგრილებით – შესაძლოა, ფერდინანდ პორშემდე მიგვიყვანოს, რომელიც დიქტატორმა ადოლფ ჰიტლერმა „სახალხო ავტომობილის“ შესაქმნელად დაიქირავა. ისეთის, როგორიც Ford Model T იყო აშშ-ში.

Volkswagen-ის თანამშრომლები საწარმოდან სახლში მიდიან, 1966 წელი, AP Photo

ავტომობილის მონაცემები ემთხვეოდა Tatra T97-ს გარკვეულ მონაცემებს, რომელიც მაშინდელ ჩეხოსლოვაკიაში 1937 წელს შეიქმნა. ასევე 1934 წელს გამოქვეყნებულ, უნგრელი ინჟინერის, ბელა ბარენის ესკიზებს. მანქანის მასობრივი წარმოება მეორე მსოფლიო ომის გამო შეწყდა, Volkswagen-ის ქარხანამ კი საბრძოლო ტექნიკის დამზადება დაიწყო. ხელისუფლებამ სამოქალაქო მანქანების გამოშვება, საწარმოში 1949 წელს განაახლა. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო დღესაც გარკვეულ წილს ფლობს კომპანიაში. 1955 წლისთვის უკვე მილიონამდე „ხოჭო“ იყო გამოსული, რომელსაც ოფიციალურად Type 1 უწოდეს.

ქალი თანამშრომლები ბენზინგასამართ სადგურზე, 1954 წელი, AP Photo/Albert Riethausen,

Volkswagen-ის ყველაზე მსხვილი ბაზარი აშშ 1968 წელს გახდა, როდესაც კომპანიამ ექსპორტზე წარმოების 40%, ანუ 563 522 მანქანა გაიტანა. სწორედ მაშინ გამოჩნდა Doyle Dane Bernbach-ის არატრადიციული, იუმორ სტული სარეკლამო გზავნილი “Think Small”.

„ხოჭოს“ წარმოება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ განახლდა – 500 000 ახალი „ხოჭოს“ საზეიმო წარდგენა, 1953 წელი, AP Photo/ Henry Brueggemann

„დასავლეთ გერმანიისგან განსხვავებით, სადაც დაბალი ფასი, ხარისხი და გამძლეობა ახალი, ომის შემდგომი რეალობის სიმბოლო იყო, ამერიკის შეერთებული შტატების საავტომობილო კულტურისთვის, აბსოლუტურად არატრადიციული იყო „ხოჭოს“ მონაცემები (Bernhard Rieger, The People’s Car, 2013)”.

ხისგან დამზადებული „ხოჭოს“ კაბრიოლეტი, ავტორი იტალიელი არტისტი ლივიო დე მარკი, 1999 წელი, AP Photo/Karl-Heinz Kreifelts

Volkswagen-ის პირველი ქარხანა გერმანიაში, ვოლსბურგში იყო. სწორედ იქ დაიწყო „ხოჭოს“ წარმოება, მოგვიანებით კი მეხიკოში გადაიტანეს.

“Beetle club”-ის ყოველწლიური შეკრება, ისრაელი, 2017 წლი, AP Photo/Oded Balilty

1998 წელს, როდესაც კომპანიის დირექტორი ფერდინანდ პორშეს შვილიშვილი, ფერდინანდ პიეხი იყო, რეტრო სტილში გადაწყვეტილი „ხოჭოს“ ახალი მოდელი შეიქმნა. 2012 წელს კი დიზაინი უფრო დაიხვეწა.

18 კარატიანი ოქროთი და შუშით დაფარული 1968 წლის Volkswagen Beetle, 2007 წელი, AP Photo/Vadim Ghird

Volkswagen Beetle-ის წარმოება, ოფიციალურად, 2019 წლის 10 ივლისს დაიხურება. უკანასკნელი გამოშვება, 5 961 „ხოჭო“ მუზეუმში გადაინაცვლებს“, – წერს გამოცემა.

 

განხილვა