in

შრიფტი, რომელიც ცხოველების რაოდენობის კლებასთან ერთად ქრება

World Wildlife Fund-თან (WWF) კოლაბორაციით და BAR Ogilvy-სთან პარტნიორობით, არასამთავრობო ორგანიზაცია ANP-მა სპეციალური შრიფტი შეიმუშავა, რომელიც ცხოველთა სამყაროს წინაშე არსებულ პრობლემებს უკავშირდება. კერძოდ, საუბარია გადაშენების პირას მყოფ პოპულაციებზე, რომელთა რაოდენობაც სულ უფრო მცირდება.

პროექტი, სახელწოდებით The Endangered Typeface, საკმაოდ სიმბოლური ხასიათის მატარებელია — თითოეული ასო-ბგერა ცხოველის ამა თუ იმ სახეობასთან ასოცირდება. მათი რიცხვის კლებასთან ერთად კი ამ ასოცირებულ ასოებს პროპორციულად აკლდება გარკვეული ნაწილები. თითქოს. დროთა განმავლობაში ქრება. ამგვარი მიდგომით ორგანიზაციებს სურთ, საზოგადოებას მკვეთრი ვიზუალიზაცია აჩვენონ, თუ რამდენად დიდი საფრთხის წინაშე იმყოფება დედამიწის ფაუნა. ასე ვთქვათ, „ჩვენთვის გასაგებ ენაზე“ გვიხსნიან ვითარების სიმძაფრეს.

„რა მოხდება, თუ ასოები აღარ დაგვრჩება? ვეღარ ვისაუბრებთ? ვეღარ ვიკონტაქტებთ? და რა მოხდება, თუ ცხოველები ნელ-ნელა გადაშენდებიან? — ამ სავალალო მდგომარეობის ფონზე საერთოდ რამე დაგვრჩება სათქმელი?“ — ასეთი პათოსი გასდევს პროექტს,

„მაქრო ქონსთრაქშენმა” ახალი სერიის, „პრესტიჟის” პრეზენტაცია გამართა

ოცნებიდან რეალობამდე — უორენ ბაფეტის 3 რჩევა წარმატების მისაღწევად