ცოტა ხნის წინ, ზუმერის საშემოდგომო კამპანიის რგოლი ინტერნეტსივრცეში ვირუსულად გავრცელდა და სოც.ქსელებში და არამხოლოდ, დიდი გამოხმაურება დააგროვა.
ბრენდის ანგარიშზე უკვე არაერთი წარმატებული სარეკლამო ექსპერიმენტია. ამჯერად რას გვთავაზობს ზუმერი კრეატიული და კომერციული თვალსაზრისით?
ახალ რეკლამას უწყინარი დასაწყისი აქვს, თუმცა საბავშვო ლექსის პარალელურად (“ენძელა და ია, ფაეტონზე ზიან, გადმოვარდა ია, კაბა გაიხია, ნუ ტირიხარ ია…”) კადრში მალევე ჩნდებიან ყოფილი პარლამენტარი ენძელა მაჭავარიანი და ტელეწამყვანი ია ფარულავა, რომლებიც ფსიქოდელიურ პრერიებში ფაეტონით მგზავრობენ.
ინტერნეტმომხმარებლების აღტაცებას რგოლის after-credit სცენაც იწვევს, რგოლის ერთ-ერთი გმირი ახალგაზრდა ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაურია. რეკლამაში ის “გუდამაყრელი ნარუტოს” ამპლუას ირგებს, მის კოსტიუმში კი, ძიუდოს ტრადიციული ფორმის ელემენტები და ნარუტოს ჩაცმულობა ერთიანდება.
ზუმერის რგოლი ახალი სასწავლო წლის დასაწყისსა და სექტემბრისთვის დამახასიათებელი საყიდლების დიდ ციებ-ცხელებას ეხმიანება და ძველის ახლით ჩანაცვლებისკენ მოგვიწოდებს (“ახალს რას სჯობს?!”). მთავარი გზავნილი კვლავ ზუმერული და მკაფიოა: “განაახლე, რას ელოდები?!”
ზუმერის მარკეტინგის დირექტორი, ეთო მერებაშვილი:
“სექტემბერი ადამიანების წარმოსახვაში განახლების დროა, ბავშვობიდან სასექტემბრო საყიდლები დიდი და ბედნიერი მოვლენა იყო, ადრე თუ ჩვენი საყიდლები დაკავშირებული იყო საკანცელარიო ნივთებთან და ახალ ტანსაცმელთან, ტექნოლოგიურმა განვითარებამ და განსაკუთრებით კი COVID-19-ის პანდემიამ ფუნდამენტურად შეცვალა ყოველდღიურობა და მათ შორის, ადამიანების ტექნიკისადმი დამოკიდებულება. თუ აქამდე ციფრული ტექნიკა უფრო მეტად ფუფუნების საგანი იყო, ახლა სმარტფონები, ლეპტოპები, პლანშეტები, სმარტსაათები და სხვა ტექ. აქსესუარები უკიდურესად პრაქტიკულ და საჭირო ნივთებად იქცა. ტექნიკა განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს დისტანციურ სწავლასა და მუშაობაში თამაშობს.
სწორედ ახალ გამოწვევებთან გასამკლავებლად, ამ სახით გადავწყვიტეთ Back to School კამპანიის კომუნიკაცია და რეკლამასთან ერთად, მომხმარებლებს დიდ ფასდაკლებებს და როგორც ყოველთვის – საუკეთესო, ზუმერულ ფასებს ვთავაზობთ.”
ზუმერის კამპანია სხვადასხვა არხში რამდენიმე კვირის განმავლობაში გაიშლება, მასშტაბური ფასდაკლებებიც მომხმარებლებს ამ პერიოდის განმავლობაში დახვდებათ – ზუმერის ფილიალებსა და ვებგვერდზე.
რგოლზე და მთლიანად საკომუნიკაციო სტრატეგიაზე კრეატიული სააგენტო “ლივინგსტონის” გუნდი მუშაობდა, “ლივინგსტონის” დამფუძნებელი და კამპანიის კრეატიული დირექტორი, ლევან ლეფსვერიძე:
“უკვე მე-4 წელია რაც სასექტემბროდ “ზუმერული ფასების” კომუნიკაციას ვაკეთებთ და ხალხისთვის საყვარელ კონტენტს ვქმნით. შესაბამისად, ყოველ წელს ხალხის მოლოდინი უფრო და უფრო იზრდება, რაც ფრიად დიდი კრეატიული გამოწვევაა ჩვენთვის.
წელს, იდეა ქართველების კოლექტიურ გონებაში კარგად გამჯდარ საბავშვო ხალხური ლექსების გარშემო ავაგეთ. “ენძელა და ია ფაეტონში ზიან”. ვიფიქრეთ რომ მაყურებლისთვის საინტერესო სანახავი იქნებოდა როგორ სხედან ფაეტონში ია და ენძელა, როგორ ჩამოვარდება ია და როგორ იტყვის უარს ახალ კაბაზე. თანაც ამბავი ისე მოვატრიალოთ, რომ “ძველი მირჩევნია” აღქმა ჩავანაცვლოთ “ახალს რა ჯობია”-თი და ხაზი გავუსვათ იმ ჭეშმარიტებას, რომ ზუმერში ახალი ტელეფონები, ლეპტოპები, აქსესუარები საუკეთესო – ზუმერული ფასად იყიდება. შეფასება თქვენთვის მოგვინდია.”
საბოლოოდ, ფაქტია, რომ ზუმერმა სწორი გათვლები გააკეთა და “ლივინგსტონთან” ერთად მორიგი viral კამპანია შექმნა. გაყიდვების ზრდის და კომერციული წარმატების გარდა, ზუმერის რეკლამა, უნდა ვივარაუდოთ, რომ გავლენას ზოგადად ქართული სარეკლამო/კრეატიული ინდუსტრიის ტრენდებზეც მოახდენს.
თუ ჯერ არ გინახავთ:
CREDITS:
Client: Zoommer
Agency: Leavingstone
Creative Director: Levan Lepsveridze
Account Directors: Zizi Nasrashvili, Ekaterine Ebanoidze
Digital Creative Director: Lasha Kotorashvili
Creative Team: Ketevan Maghradze, Dachi Imedadze, George Abuladze, Keti Kipshidze, Irina Beriashvili
Packshot Artdirection/Designer: Luka Ivanidze
Illustrator: Baiko Pirtskhalaishvili
Strategist: Anano Gabunia
Account Manager: Levan Gogiberidze
Production Company: Enkeny Films
Producer – Bacho Meburishvili
Line Producer: Sophio Bendiashvilii
Production Manager: Sophio Orjonikidze
Production Manager: Keta Lomsadze
Production Asst: Giorgi Erikashvili
Location Manager: Irakli Chakhnashvili
Runners: Lana Miminoshvili, Vaxo Adeishvili
Lawyer: Nanuka Chkuaseli
Director: Dima Chkheidze
DoP: George Shvelidze
1st AD: Margo Zubashvili
Art Director: Polina Rudchik
Ass. Production Designer: Sandro Nadareishvili
Runner – Ivane Beruashvili
Decorations by Jimsher Berdzenishvili & KinoFactory
Costume Designer: Tinatin Shengelia
Assistant Costume Designer: Tatia Modebadze
MUA: Madona Tchanturia
Hair Stylist: Giga Bagration-Gogadze
Casting Director: Misha Apkhazava
Casting Manager: Sopo Qobachishvili
Focus Puller: Manu Elijarashvili
Gaffer: Bidzina Chkaidze
Light & Grip: Misho Saganelidze, Bezhan Laliashvili, Mikheil Gvalia, Archil Samkharadze
Camera Team: Giorgi Karbelashvili, Levan Zaridze
Script/Clap: Ketevan Isakadze
Stunt Co-ordinator: Irakli Sabanadze
Making-of: Levan Gunia
Post-Production:
CGI by Highway VFX
Packshot Artist: Nika Minashvili
Packshot Animator: Levan Lortkipanidze
Color Grading by Artyficial
Colorist: Artem Leonov
Sound and Music by PostRed
[პარტნიორის კონტენტი]