in

რატომ არის მზის პანელები საუკეთესო გადაწყვეტილება და რა შესაძლებლობები არსებობს მის დასაფინანსებლად მსოფლიოში?

დღესდღეობით მსოფლიო მრავალი გლობალური პრობლემის წინაშე დგას. ამ პრობლემებში მნიშვნელოვანი როლი კი გარემოს საკითხებს უკავია. ახლა, ისე, როგორც არასდროს, ძალიან აქტუალურ თემაა დედამიწაზე არსებული რესურსების დაზოგვა და მათი ალტერნატიული და მწვანე რესურსებით რესურსებით ჩანაცვლება.

ამ რეალობიდან გამომდინარე, დღესდღეობით ძალიან პოპულარული ხდება მზის პანელები. მზე ხომ მკვეთრად ამცირებს ნახშირბადის გამოყოფას და ჰაერის დაბინძურებას, ის ასევე სწრაფად ხდება ელექტროენერგიის ყველაზე ხელმისაწვდომი წყარო. შესაბამისად, მზის პანელები გვეხმარება, მოვიხმაროთ ნაკლები ელექტროენერგია, დავზოგოთ მატერიალური რესურსი და ვიცხოვროთ ბევრად ეკომეგობრულად.

მზის პანელების დამონტაჟება, რასაკვირველია, გარკვეულ მატერიალურ რესურსს მოითხოვს. თუმცა, დღევანდელ რეალობაში მათი დამონტაჟება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, რადგან საამისოდ არსებობს ენერგოკრედიტები, გრანტები და სხვადასხვა ტიპის დაფინანსების პროგრამები. ამის მაგალითად კი გთავაზობთ სხვადასხვა ქვეყნების პრაქტიკას:

ამერიკა – U.S. Department of Energy’s Office of Energy Efficiency and Renewable Energy

მაგალითად, ამერიკაში მზის ენერგიის მოხმარების სტიმულირების მიზნით, ფედერალური მთავრობის სხვადასხვა დეპარტამენტები მოსახლეობას სთავაზობენ გრანტებს, რომ ელექტროენერგიიდან მზის ენერგიაზე გადასვლა უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. დეპარტამენტები გრანტებს გამოყოფენ დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის, ფერმერებისთვის, სკოლებისთვის, არაკომერციული ორგანიზაციებისთვის..

პრაქტიკამ აჩვენა, რომ მზის პანელის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობამ 20 წელს გადააჭარბა და ელექტროენერგიის გადასახადები მკვეთრად შემცირდა ან საერთოდ აღმოიფხვრა. აღნიშნული გრანტები კი მოცემულ სეგმენტს ძალიან დაეხმარება ხარჯების შემცირებაში.

დიდი ბრიტანეთი – პროგრამა “Smart Export Guarantee (SEG)”

დიდ ბრიტანეთში არსებობს პროგრამა “Smart Export Guarantee (SEG)”, რომელიც ამოქმედდა 2020 წლის 1 იანვრიდან და ამჟამად არის მზის პანელის ერთადერთი ტიპის დაფინანსება, რომელიც ხელმისაწვდომია დიდ ბრიტანეთში. თუმცა, აღნიშნული გრანტის მისაღებად სხვადასხვა კრიტერიუმის დაკმაყოფილებაა საჭირო, მაგალითად: პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ იმ სახლის მეპატრონეებს, რომლებსაც აქვთ მზის პანელის რეგულარული სისტემები (5 მეგავატამდე სიმძლავრე). გარდა ამისა, სახლს უნდა ჰქონდეს ჭკვიანი მრიცხველი, ექსპორტის გასაზომად და ა.შ

საერთაშორისო ფონდები/ბანკები

ასევე, მზის პანელების დაფინანსების ინფორმაციის წყაროს, Energysage-ის ცნობით, არსებობს უამრავი პროვაიდერი/ფონდი/ბანკი, რომელიც სხვადასხვა პარტნიორთან ერთად მომხმარებლებისთვის გასცემს პანელების შეძენისთვის საჭირო სესხს. ამ ფონდებში შედიან: Greenbiz Financial, LightStream, YGrene Energy Fund, Home Loan Investment Bank და ა.შ

საქართველო – საქართველოს ბანკი

როგორც ვხედავთ, მზის პანელების შეძენა და დამონტაჟება პრობლემას აღარ წარმოადგენს, რადგანაც საამისოდ უამრავი შესაძლებლობა არსებობს. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მსგავსი ინიციატივის განხორციელება უკვე შესაძლებელია ენერგოკრედიტით, რომელსაც საქართველოს ბანკი გვთავაზობს.

ენერგოკრედიტის მეშვეობით: შესაძლებელია, შეიძინოთ დანადგარები, დაამონტაჟოთ და მიიღოთ ელექტროენერგიის ალტერნატიული წყარო. ამასთანავე,  იმ თანხებს, რაც წლების განმავლობაში ელექტროენერგიას უნდა მოხმარებოდა, სესხის დაფარვისთვის გამოიყენებთ. ყველაფერ ამის პარალელურად კი, ეკოლოგიაზეც იზრუნებთ.

ბანკმა ეკომეგობრული პროდუქტი ელექტროენერგიასთან დაკავშირებული ტარიფების ზრდის საპასუხოდ  დანერგა და მისი მომხმარებლისთვის შეთავაზება პარტნიორების დახმარებით  შეძლო.

ასე რომ, თუკი მზის ენერგიაზე გადასვლა გსურთ და თან ისე, რომ ამან თქვენს ხარჯებზე მკვეთრად არ იმოქმედოს, ენერგოკრედიტი საკმაოდ კარგი შესაძლებლობაა საამისოდ.

საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“

Samsung Galaxy A52 – პოპულარული საფასო სეგმენტის ყველაზე მოთხოვნადი სმარტფონი