30
Sep
2014

ენერგოეფექტურობა – გონივრული არჩევანია

30 Sep 2014

კობი
კობი


მარკეტერი წარმოგიდგენთ საინფორმაციო კამპანიის ვიდეოკოლაჟს, რომელიც საქართველოში მოქმედი  სუფთა ენერგიის პროგრამა – “დაბალემისიებიანი განვითარების სტრატეგიების შესაძლებლობათა გაძლიერება”-ს ფარგლებში მომზადდა. პროგრამას USAID-ის ქვეპროგრამა “ვინროკ ინთერნეიშენალ ჯორჯია” ახორციელებს.

 

პროექტის მიზანია კლიმატის ცვლილებების ზემოქმედების შერბილების ზრდის უზრუნველყოფა ენერგოეფექტური ღონისძიებებისა და სუფთა ენერგიის გამოყენებით. 
“დაბალემისიებიანი განვითარების სტრატეგიის” (დეგს) ცნება დამკვიდრდა 2009 წელს დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა მე-15 კონფერენციაზე მიღებული “კოპენჰაგენის შეთანხმებით”, რომლის თანახმადაც “დაბალემისიებიანი განვითარების სტრატეგია” მდგრადი განვითარების განუყოფელ წინაპირობას წარმოადგენს. 

განხილვა