in

მაუსის პირველი მოდელი აუქციონის სავარაუდო ფასზე 40-ჯერ ძვირად გაიყიდა!

Engelbart SRI-ს მაუსი ინოვაციური გამოგონება იყო, რომელმაც სრულად შეცვალა ის გზა, რომლითაც ჩვენ კომპიუტერებთან ვურთიერთობთ. 1960-იან წლებში დუგ ენგელბარტისა და მისი გუნდის მიერ სტენფორდის კვლევითი ინსტიტუტის (SRI) მიერ შემუშავებული მოწყობილობა პირველი იყო, რომელმაც ბორბლების ნაცვლად მოძრავი ბურთი გამოიყენა და კურსორს ორ განზომილებაში მოძრაობის საშუალება მისცა. 

აქვე შეხვდებით კოდირების კლავიატურას, რომლითაც ენგელბარტმა მოწყობილობებისა და ჰიპერტექსტის, მისამართების, ფაილების დაკავშირებისა და სხვა ფუნქციეების დებიუტი შემოგვთავაზა.

კლავიატურა და 3-ღილაკიანი მაუსი ერთად სამუშაოდ იყო შექმნილი. კლავიატურის 31 კომბინაცია კი ყველა ასოსა და სტანდარტული პუნქტუაციის შეყვანის საშუალებას გაძლევდათ. ხოლო კლავიშებთან ერთად გამოყენებისას, მაუსის ღილაკები shift-ისა და ბრძანების ღილაკების მსგავსად მუშაობდა, რაც უკვე დიდი ასოების, ციფრებისა თუ განსხვავებული სიმბოლოების დაწერის საშუალებას გვაძლევდა. 

დიახ, სწორედ ეს გახლავთ კომპიუტერებისა და მისი აქსესუარების პიონერი. მეტიც, სტივ ჯობსმა მაუსის დაპატენტებაზე 40000 დოლარად ლიცენზიაც მიიღო. მას უკვე ერთი ღილაკის მქონე მაუსის შექმნა სურდა, რომელიც Apple-ის კომპიუტერების ახალი ხაზისთვის 15 დოლარი დაჯდებოდა… შედეგად, ეფლის მაუსს Lisa-ს კომპიუტერთან 1983 წელს ვხვდებით, მოგვიანებით, 1984 წელს კი, Macintosh-თან.

და რა ბედი ეწია თავდაპირველ მოდელს? იგი ბოსტონში RR აუქციონზე 178 936 დოლარად გაიყიდა, რაც ნავარაუდებ ფასს 40-ჯერ აღემატება… 

ნოტრ-დამის ხანძარმა ტაძრის არქიტექტურის საიდუმლო გაამხილა

როგორ ემზადება თანამედროვე ფერმერი დიდი შემოდგომისთვის? – ინტერვიუ ბექა გონაშვილთან