in

ჰუმანოიდი რობოტი უკვე თვალსაც კი ჩაგიკრავთ

მას ბრაზისა და ტკივილის გამოხატვაც შეუძლია…

ჯერ კიდევ გასულ წელს Engineered Arts-ის კომპანიამ თავისი ჰუმანოიდი რობოტის საოცარი გამომეტყველებით ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ახლა კი იგი ბრუნდება და სახის გამომეტყველების ყველაზე ფართო სპექტრს გვთავაზობს.

ახალ ვიდეოში Ameca-ს ჰუმანოიდი 12 გამააქტიურებელს იყენებს, რათა სარკეში ჩაიხედოს და გაოცება, უკმაყოფილება, ტკივილი, სიამოვნება თუ სინანული გამოხატოს. დიახ, მას თქვენთვის თვალის ჩაკვრაც კი შეუძლია.

მარტივად რომ ვთქვათ, ეს რობოინჟინერიის ძალის კიდევ ერთი დემონსტრირებაა და იმ საკითხების მანიშნებელი, რაც მომავალში შეგვიძლია მივიღოთ. 

Ameca მსოფლიოში ყველაზე განვითარებული ადამიანის ფორმის რობოტია. იგი მკვლევრებს ადამიანებისა და რობოტების ურთიერთქმედების შესწავლაშიც კი დაეხმარება, — აცხადებენ Engineered Arts-ში. 

გამოდის, ის, რაც აქამდე მხოლოდ ფილმებში გვინახავს, ახლა რეალობა გახდა… Ameca კი ე.წ რობოტების მომსახურების სფეროში იმუშავებს და, სავარაუდოდ, კიდევ 20 წელი დასჭირდება იმისათვის, რომ ადამიანებს შეუერთდეს.

„გემო ფესტი“ – 26-27 აგვისტოს, რაჭაში გასტრონომიული ფესტივალი ჩატარდება

როგორ შეუძლიათ ბრენდებს პირველი მხარის მონაცემები პრაქტიკულ შეხედულებებად აქციონ?