in

ჰუმანოიდმა რობოტებმა ერთმანეთში კამათი დაიწყეს

მსოფლიოში ორი ყველაზე განვითარებული რობოტი Ameca და Azi გვიმტკიცებენ, რომ ხელოვნურ ინტელექტსაც შეუძლია კარგად ხუმრობა ან ცუდ ხასიათზე გაღვიძება… Engineered Arts-ის ვიდეოში რობოტები რეალურ წყვილს გვაგონებს, რომლებიც ერთმანეთში ზუსტად ისე კამათობენ, როგორც ჩვეულებრივი ადამიანები.

ცდილობენ, ჩვენ მოგვბაძონ, სწორედ ამიტომ ვიდეოში წარბშეკრულ რობოტსაც ნახავთ, ძირითადად შეწუხებული გამომეტყველებით, რადგან Ameca-ს Azi აღვიძებს, შედარებით ახალი და მასკულინური დიზაინით წარმოდგენილი ჰუმანოიდი რობოტი. თუმცა, როგორც ჩანს, Ameca ცუდ ხასიათზეა და არც სიურპრიზი ახარებს:

ამ ვიდეოს განსაკუთრებულად სწორედ რობოტების სახის გამომეტყველება აქცევს და არა ის ფაქტი, რომ მათ უკან GPT-4-ის მოდელი დგას. 32 აქტივატორიდან 27 სახის გამომეტყველებაზე იყო პასუხისმგებელი, შესაბამისად, ჰუმანოიდ რობოტებს მრავალფეროვანი ემოციები შეუძლიათ, შემოგვთავაზონ, დაწყებული ბედნიერებით და დამთავრებული იმედგაცრუებით. აღსანიშნავია, რომ კისერზე არსებული 5 აქტივატორი თავის თავისუფლად მოძრაობის საშუალებას აძლევს მათ, რითაც მათი ქმედებები კიდევ უფრო ემსგავსება რეალურს. 

თუმცა Ameca-სა და Azi-ის კამათი ამ ერთი ვიდეოთი არ მთავრდება, ამჯერად თამაში დაიწყეს… ახლა კი ცოტათი დაგასპოილერებთ და გეტყვით, რომ Ameca, რომელიც 2021 წელს შეიქმნა, ხშირად უგებს შედარებით ახალ Azi-ს:

პეტრაში „ინდიანა ჯონსის“ გადაღების ადგილის ქვეშ 2000 წლის წინანდელი საფლავი აღმოაჩინეს

მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკი – საქართველოს ბანკის ტრიუმფი Global Finance 2024-ზე