in

„ტასჰაბი“, მომხმარებელს, საინჟინრო კომუნიკაციების პროექტირებას სთავაზობს

არქიტექტურული კომპანია „ტასჰაბი“, მომხმარებელს, საინჟინრო კომუნიკაციების პროექტირებას სთავაზობს. მათი თქმით, ეს სერვისი, ახალი რეგულაციებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით აქტუალური გახდა.

„აღნიშნული საკითხები [საქართველოში] განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც სამწუხარო ფაქტები მოხდა და ხანძარი გაუჩნდა არაერთ შენობა – ნაგებობას. ბოლო რამდენიმე წელია, დიდი ყურადღება ექცევა შენობა – ნაგებობების 41-ე დადგენილების მიხედვით პროექტირებას, კერძოდ, სახანძრო უსაფრთხოების თვალსაზრისით მაქსიმალური ყურადღების გამოჩენას და შენობა – ნაგებობების საიმედოდ აღჭურვას, რომელიც მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორიცაა: სახანძრო უსაფრთხოების სისტემების პროექტირება, ვენტილაცია, კვამლგაწოვა და ა.შ.  ჩვენი კომპანია, არსებული რეალობიდან გამომდინარე, აფასებს მოვლენებს და მომხმარებლის საჭიროებებს. სწორედ ამიტომ დავიწყეთ საინჟინრო კომუნიკაციების პროექტირება“.

როგორც „ტასჰაბში“ ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის პირობებში ბევრი სფერო შეფერხდა, სამშენებლო სექტორს ეს ნაკლებად შეეხო და დღემდე აქტიურად განაგრძობს მუშაობას. მათი თქმით, შესაბამის რეჟიმში ხდება არქიტექტურული პროექტების შეთანხმებაც.

ტასჰაბის“ გუნდიც მზადაა თავისი წვლილი შეიტანოს ეკონიმიკის განვითარებაში და ქვეყანაში შექმნილი ვითარების საპასუხოდ, კომპანიებს სთავაზობს 10-20% მდე შეღავათს, უფასო კონსულტაციებს, რომელიც 15 ივლისამდე იქნება ხელმისაწვდომი და სრულად დისტანციურ მომსახურებას. მეტი თვალსაჩინოებისთვის, წარმოგიდგენთ ვიდეოანიმაციას. აქ აღწერილია ყველა საჭირო მომსახურება, რომელსაც მომხმარებლებს ვთავაზობთ. გარდა ამისა, ბაზარზე არსებული კრიზისიდან გამომდინარე, დამკვეთებს ვაძლევთ საშუალებას, სერვისის საფასური სრულად დოკუმენტის შეთანხმების შემდგომ გადაიხადონ. ეს კიდევ უფრო წაადგება მშენებლებს ფინანსების დაზოგვაში“.

 

ტასჰაბი“ არქიტექტურული ჰაბია, რომელიც ბაზარზე 2 წლის წინ გამოჩნდა. კომპანიაში ამბობენ, რომ მათთან  პროექტის შეთანხმებისთვის საჭირო ყველა დოკუმენტი ერთ სივრცეშია მოქცეული. ასეთი სერვისის დამსახურებით კი არაერთი კმაყოფილი მომხმარებელი ჰყავთ.

„ჩვენი პრიორიტეტებია: პროფესიონალიზმი, სიმარტივე, მაღალი სტანდარტები და მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებული მომსახურება. პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდითა და მრავალწლიანი გამოცდილებით, არსებობის მანძილზე, კომპანიამ ათეულობით წარმატებული პროექტი განახორციელა“.

 

[R]

“იყო და არა იყო რა, იყო ერთი ამბავი…” – ცნობილი მსახიობები სიდნეის კინოფესტივალის მხარდასაჭერად

On The Road-მა მინი ალბომი “Hundred Homes” გამოუშვა!