in

English Book Education-მა ვაშინგტონში ახალი ფილიალი გახსნა

English Book Education-მა ახალი საერთაშორისო მწვერვალი დაიპყრო და ახალი ფილიალი გახსნა ამერიკის დედაქალაქში, ვაშინგტონში. English Book -ი აპირებს ამერიკელ მომხარებლებს შესთავაზოს საკუთარი სერვისი, რომლებიც არაერთი უნიკალურობით გამოირჩევა, როგორებიცაა:

  • ამერიკელი სკოლის მოსწავლეებისთვის – წიგნის კლუბი,რომლის ფარგლებშიც შედის უნიკალური ავტორების ნაშრომების ლიტერატურული განხილვა და მასზე მსჯელობა. ამ პროექტში ჩართულ ამერიკელ მოზარდებს შესაძლებლობა ექნებათ, მსოფლიოს სხავადასხვა წერტილში მყოფ ბავშვებთან ერთად განიხილონ ის საინტერესო ნაწარმოებები, რომლებსაც მათ სკოლაში არ ასწავლიან.

EBE ასევე გეგმავს მეგობარი უნივერსიტეტებისა და სკოლების სიის გაფართოვებას. ამ პარტნიორობის მთავარი მიზანი კი გაცვლითი და სასწავლო პროგრამების შეთავაზების მრავალფეროვნებაა. კომპანიის წარმომადგენლები უკვე ესტუმრნენ Blue Ridge School-სა და Episcopal High Schools-ს. ახლო მომავალში English Book Education-ი აუცილებლად გააცნობს ქართველ საზოგადოებას ამ სკოლებს, გაიმართება შეხვედრები სკოლის წარმომადგენლებთან და მშობლებთან, ვისაც აინტერესებთ შვილების ამერიკულ სკოლებში გაშვება. სხვა სკოლებთან შეხვედრები უკვე დაგეგმილია, ამიტომ თვალი ადევნეთ ჩვენს სოციალურ მედიას, რადგან მათ შესახებ ინფორმაციას აუცილებლად გაგიზიარებთ.

[R]

რომელი იყო პირველი ცხოველი დედამიწაზე? — მეცნიერებმა პასუხი იპოვეს!

Phoenix — ჰუმანოიდი რობოტი, რომელიც მაღაზიაში მუშაობს