in

English Book Education-მა, Pearson-თან პარტნიორობით, MYP 1 და MYP 2 მათემატიკის წიგნები ქართულ ენაზე გამოსცა

MYP 1 და MYP 2 მათემატიკის წიგნები, რომლებიც უკვე ქართულ ენაზეცაა ხელმისაწვდომი, IB კურიკულუმზეა დაფუძნებული. ეს უკანასკნელი კი საერთაშორისო კვალიფიკაციაა, სადაც მსოფლიოს სტანდარტიზებული კურიკულუმია მოცული.

IB პროგრამას 4 სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორია აქვს:

  • The Primary Years Programme (PYP) — ბავშვებისთვის 3-დან 12 წლამდე;
  • The Middle Years Programme (MYP) — მოსწავლეებისთვის 11-დან 16 წლამდე;
  • The Diploma Programme (DP) — მოსწავლეებისთვის 16-დან 19 წლამდე;
  • The International Baccalaureate Career Related Programme (IBCP) — მოსწავლეებისთვის 16-დან 19 წლამდე.

პოპულარობიდან და ეფექტურობიდან გამომდინარე, საქართველოც შეუერთდა იმ ქვეყნების რიგს, რომლებიც ამ კურიკულუმს აღიარებენ. საგულისხმოა, რომ საერთაშორისო მათემატიკის (MYP) წიგნების ახალი გამოცემა საბაზო საფეხურისათვის, რომელიც მორგებულია უახლეს სასწავლო გეგმაზე, ეფუძნება კვლევით მიდგომას და ემსახურება 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას. თავის მხრივ, საერთაშორისო მათემატიკის ახალი სერიები საბაზო საფეხურის მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, ისწავლონ მათემატიკა სრულიად ახალი, კვლევითი მიდგომის დახმარებით.

უშუალოდ წიგნებზე რომ ვისაუბროთ, სერიის თითოეული სახელმძღვანელო მოიცავს დეტალურად ახსნილ მაგალითებს, კვლევის იდეებს, რეფლექსიებს, დიფერენცირებულ სავარჯიშოებს და ამოწმებს ცოდნას კითხვების საშუალებით, რათა მოსწავლეებმა მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება შეძლონ. თვალსაჩინო კავშირია ძირითად ცნებებთან, მასთან დაკავშირებულ ცნებებთან და გლობალურ კონტექსტთან — ისევე, როგორც დამატებით კვლევით თემებთან და თითოეული თავის საკვლევ შეკითხვებთან.

წიგნების სერია მოიცავს სწავლების თანამედროვე მიდგომებს, რაც გულისხმობს იმას, რომ მოსწავლეები ეჩვევიან დამოუკიდებლად სწავლებას. კვლევები მათ საშუალებას აძლევს, მუდმივად ეძიონ ცოდნა და განივითარონ კვლევითი უნარები.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და წიგნის ნიმუშების სანახავად ეწვიეთ ბმულს.

[R]

რა უპირატესობა აქვს გამოწერის მოდელს?

როგორ განვბლოკოთ Mac, თუ პაროლი დაგვავიწყდა?