in

ახალ IT ვიქტორინაში მთავარი პრიზის სახით ასობით დოლარი თამაშდება

წინა თვეში, YouTube-ზე დაიწყო ახალი ინგლისურენოვანი IT ვიქტორინაInternet of Think, რომელშიც ფულადი პრიზებისთვის IT პროფესიონალები ეჯიბრებიან ერთმანეთს.

შოუ შეიქმნა IT კომპანია Exadel-ის მიერ, რომელიც დაფუძნებულია კალიფორნიაში, Walnut Creek-ში. გამოსულია ოთხი ეპიზოდი და უახლოეს მომავალში კიდევ რამდენიმე ეპიზოდის გამოსვლა იგეგმება.

IT ვიქტორინის შესახებ:

გადაცემას ესწრებიან IT სექტორის თანამშრომლები (ან უბრალოდ IT ენთუზიასტები) და კითხვებს  პასუხობენ თამაშის დატოვებამდე. პირველი ტური შედგება ხუთი კატეგორიისგან და სამი შეკითხვისაგან. კატეგორიები მოიცავს როგორც ზოგად IT თემებს, როგორიცაა: IT – მედიაში, ასევე უფრო სპეციალიზებულ თემებს, როგორიცაა – Agile Development.

პირველი რაუნდის შემდეგ თამაშს ეთიშება ერთი მონაწილე.  დანარჩენი ორი კი შემდეგ რაუნდში გადადის. მეორე Stand-up რაუნდში მოთამაშეები პასუხობენ შეკითხვებს, რომლებსაც მინიშნებებით უსვამენ, კერძოდ სურათებით, რომლებიც კავშირშია შეკითხვასთან. ლიდერბორდში თამაშის მონაწილეთა პოზიციები, მათ მიერ სწორად გაცემული პასუხების მიხედვით ვარირებს და საბოლოოდ ერთი მათგანი ტოვებს თამაშს.

„ჩვენი იდეის თანახმად, მეორე Stand-up რაუნდში მოთამაშეებს ეძლევათ შესაძლებლობა, კითხვებს სხვადასხვა მიდგომის გამოყენებით უპასუხონ, რაც ვიქტორინას ოდნავ მოულოდნელსა და სახალისო ელფერს სძენს“ – ამბობს გადაცემის წამყვანი Julian Tavalin, –  „პირველ ხუთ ეპიზოდში მოთამაშეები კითხვებზე სცემენ პასუხს, მეორე რაუნდში არის ნახატებით გამოცნობა, მაგრამ სამომავლოდ გვაქვს რამდენიმე არასტანდარტული იდეა რომელიც გვსურს, რომ მოვსინჯოთ“. 

დასკვნით რაუნდში, დარჩენილი მონაწილე სწრაფად პასუხობს მარტივ კითხვებს და თითოეულ სწორ პასუხზე იგებს 100 დოლარს. ამის შემდეგ მოთამაშეს შეუძლია მიიღოს შანსი და მოგება ფინალური კატეგორიის კითხვაზე პასუხის გაცემით გააორმაგოს.

როგორ ფიქრობთ, შეძლებთ IT ვიქტორინაში გამარჯვებას?

ნებისმიერ IT სპეციალისტს ან ენთუზიასტს შეუძლია მონაწილეობის მიღება IT ვიქტორინაში, ამისათვის თქვენ უნდა შეავსოთ მონაწილეობის ფორმა. შერჩევის შემთხვევაში, თქვენ დაგიკავშირდებათ ჩვენი გუნდი და  Zoom-ში მეორე ეპიზოდის გადაღებამდე  ჩაგიტარებთ გასაუბრებას.

[პარტნიორის კონტენტი]

Dell-ის ტექნოლოგიური ფორუმი და Formula 1-ით შთაგონებული ბიზნეს ინოვაციები

ამიერიდან Apple Music PlayStation 5-ზეც ხელმისაწვდომია!