in

„ენგურჰესის“ რეაბილიტაცია იწყება 

„ენგურჰესზე“ სარემონტო სამუშაოები 2019 წელს დაიწყება. რეაბილიტაციისთვის 35 მლნ ევროა გამოყოფილი. პროექტის მიზანია ჰესის ეფექტიანობის გაზრდა.

BOG
BOG
ფოტო: imedinews.ge

„ რეაბილიტაციის მიზნით გამოცხადებული სატენდერო პროცედურები 2019 წლის აპრილის ბოლოს უნდა დასრულდეს, – განაცხადა „ენგურჰესის“ დირექტორმა ლევან მებონიამ Bm.ge-სთან საუბარში.

არსებული ინფორმაციით, ტენდერები 4 ლოტადაა დახარისხებული, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია, ჰიდრომექანიკური და ელექტრომექანიკური მოწყობილობებისა და ენგურჰესთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, წყალსაცავის ნატანისგან გაწმენდის სამუშაოების ჩატარება და სადერევაციო გვირაბის რემონტი. სამუშაოები 2019 წელს დაიწყება, 2020 წლის მარტი – მაისის ჩათვლით კი, ჰესი 3 თვით გაჩერდება და უშუალოდ გვირაბის რეაბილიტაცია მოხდება.

„გვირაბის რეაბილიტაცია ნაწილობრივ მოხდება, რადგან 3 თვეში 15 კილომეტრიანი გვირაბის სრულყოფილი შეკეთება ვერ მოესწრება, ვგეგმავთ ყველაზე ავარიული, – 1,5 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას”.

„ენგურჰესის“ რეაბილიტაციის პროექტს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აფინანსებს. ამ მიზნით, EBRD-მა საქართველოს 28 მლნ ევრო უკვე გამოუყო.

„პროექტის მიზანია კლიმატური პირობებისადმი მდგრადობის გაუმჯობესება. გვირაბის რეაბილიტაციის ბიუჯეტი საერთო ჯამში, 35 მლნ ევროს შეადგენს, საიდანაც 28 მლნ ევრო EBRD-ს სესხია, 7 მლნ კი – ევროკომისიის გრანტი. პროექტის ერთ-ერთი მიზანი ჰესის ეფექტიანობის გაზრდაა. კერძოდ, რეაბილიტაციის შემდეგ, მისი წლიური გამომუშავება, დაახლოებით, 2%-ით გაიზრდება“.

“ენგურჰესი” საქართველოში ელექტროენერგიის ყველაზე მსხვილი მწარმოებელია. მისი გამომუშავება, მთლიანი გენერაციის, დაახლოებით, 30%-ია.

უცხო ენის სწავლას 15 წუთი სჭირდება

ერთადერთი საჩუქარი, რომელსაც სანტა ვერ მოგვიტანს