in

27 სექტემბერს ქართული ფილმის “მე გადავცურე ენგური” პრემიერა გაიმართება!

“მე გადავცურე ენგური” ანუნა ბუკიას ფილმია, რომლის პრემიერაც, 27 სექტემბერს, 18:30-ზე კინოთეატრ რუსთაველში გაიმართება. სიუჟეტი ასე ვითარდება: ახალგაზრდა ქალი იღებს გადაწყვეტილებას იპოვოს სახლი, რომელიც ომმა 4 წლის ასაკში დააკარგვინა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვედრის ერთადერთი შანსი საზღვრის მალულად გადაკვეთაა. ბარიერი ბუნებრივი გამყოფი ზოლი, მდინარე ენგური და რუსი სამხედროების მიერ ხელოვნურად შექმნილი მავთულხლართების ხაზია. სახლის ძიებისას ის იკვლევს მასავით დევნილი პირების ყოფას ომის დასრულებიდან 24 წლის შემდეგ. ყოფას, რომელიც ომს უფრო ჰგავს, ვიდრე მშვიდობას. პოულობს ე.წ გადამყვანებს, რომლებიც ეხმარებიან მას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვედრაში. ეს არის ამბავი, როგორ შეიძლება ოკუპაცია იქცეს დაღად ადამიანებისთვის და სამუდამოდ გააქროს სახლისა და სიმშვიდის შეგრძნება. 

 

“ჰენგოვერი”, თამაშები და დაჯილდოება! – მესამე დღის ჩანაწერები Ad Black Sea-დან!

პირადი სიმფონიური ორკესტრი ნებისმიერი მგზავრობისას – Porsche-ს ორიგინალური ვიდეორგოლი