in

გეომეტრიულად „არაპროგნოზირებადი“ დიზაინი — Enigma

Make a Mark ექსკლუზიური დიზაინის ინოვაციური პროექტია, რომელიც ბრენდინგისა და დიზაინის წამყვანმა კომპანიებმა შეიმუშავეს — Leonhard KURZ, ESTAL და Avery Dennison. მისი მიზანია, შეფუთვების ინდუსტრიაში ინოვაციური მიდგომები, მდგრადობაზე ორიენტირებული ხედვა და, რა თქმა უნდა, სილამაზის აღქმა დაინერგოს. შესაბამისად, პროექტის ფარგლებში მსოფლიოს საუკეთესო დიზაინ-სააგენტოებს იწვევენ, რათა ყველანაირი შეზღუდვის გარეშე შექმნან რაღაც განსაკუთრებული. სწორედ ამის ფარგლებში შეიმუშავა Van Heertum Design VHD-მა ალკოჰოლური სასმლის, Enigma-ს ბრენდის შეფუთვა.

BOG
BOG

„გვინდოდა, რაღაც შთამბეჭდავი შეგვექმნა, გადაგველახა ყველა არსებული საზღვარი და კონკრეტული ჩარჩოების გარეშე სუფთა შემოქმედებითობა გაგვეცოცხლებინა. ასე მივედით იდეამდე, მძიმე კონტრასტებზე ვფოკუსირებულიყავით და სხვადასხვა ფორმა ნაზად გაგვეერთიანებინა — სხვა სიტყვებით, გეომეტრიული პროგნოზირებადი ფორმები ორგანულის „საწინააღმდეგოდ“ დაგვეხატა, რათა არაპროგნოზირებადობის ვიზუალური სახე მიგვეღო“, — აღნიშნავენ დიზაინერები.

Sennheiser – ფერმიდან აუდიო ინდუსტრიის მოწინავე პოზიციებამდე

Tiffany & Co.-ს მაღაზიის ფასადი გადამუშავებული პლასტმასასგან შექმნეს