in

ენის აკადემია, როგორც გზა წარმატებული კარიერისაკენ

ტელეპერფორმანს საქართველო (წარსულში ცნობილი, როგორც მეიჯერელი) ქვეყნის ბაზარზე 2016 წლიდან ოპერირებს და ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის სფეროს ერთ-ერთი ლიდერია. ტელეპერფორმანსში სისტემატურად ცხადდება გერმანულენოვანი ვაკანსიები, თუმცა, ენის ცოდნის არასაკმარისი დონის გამო პოტენციური თანამშრომლები ხშირად ვერ საქმდებიან. ამ გამოწვევის საპასუხოდ, ტელეპერფორმანსში 2023 წლიდან ენის აკადემია ამოქმედდა. ტელეპერფორმანსის ენის აკადემია კომპანიის უნიკალური ინიციატივაა, რომელიც დაინტერესებულ პირებს გერმანული ენის უფასო კურსს და საერთაშორისო კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობას სთავაზობს.

ენის აკადემიის გერმანული ენის კურსს ფრანკ და ლუკა შრაიერები უძღვებიან – გერმანულენოვანი ტრენერები სწავლების მრავალწლიანი გამოცდილებითა და თანამედროვე მეთოდებით.

„კურსის დასაწყისში, სტუდენტების უმრავლესობას უჭირს გერმანულად თავისუფლად საუბარი და აზრების სპონტანურად გამოხატვა, მათთვის რთულია კომპლექსური პრობლემების ანალიზი და, ხშირად, ლექსიკური მარაგის ნაკლებობასაც განიცდიან. თუმცა, შესაბამისი სავარჯიშოებითა და მასალებით, ბევრი ლაპარაკით, დისკუსიებით, დებატებით, ჯგუფური მუშაობითა და სიმულაციით, კურსის ბოლოს ძალიან კარგ შედეგს აღწევენ“ – აღნიშნავენ ტრენერები.

ტელეპერფორმანსის ენის აკადემია შესანიშნავი შესაძლებლობაა იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც კომპანიაში დასაქმება სურთ, თუმცა, ამ ეტაპზე გერმანულს არასაკმარისად კარგად ფლობენ. უკვე მეორე წელია, ენის აკადემია კურსანტებს არა მხოლოდ გერმანული ენის დონის გაუმჯობესებაში, არამედ იმ რბილი უნარების განვითარებაშიც ეხმარება, რომლებიც კომპანიის თანამშრომლებს სამუშაო პროცესში ყოველდღიურად სჭირდებათ. ტელეპერფორმანსის აკადემია უნიკალურია და სხვა ენის ცენტრებისგან რამდენიმე ნიშნით გამოირჩევა — კურსი, რომელსაც გერმანულენოვანი, გამოცდილი ტრენერები უძღვებიან, სრულად უფასოა, წარმატებული კურსდამთავრებულები კი, საბოლოოდ, კომპანიაში საქმდებიან. კლიენტთა მომსახურების წარმომადგენლებს ყოველდღიურად უამრავ განსხვავებულ ადამიანთან აქვთ კონტაქტი და დღის განმავლობაში არაერთი გამოწვევის სწრაფად და ეფექტურად დაძლევა უწევთ – ენის აკადემიის კურსანტებს კი, ამ მხრივ დიდი უპირატესობა აქვთ — კურსის განმავლობაში, სტუდენტებს კომპანიის უკეთ გაცნობის, მომავალი როლის სრულად გააზრებისა და სამუშაო პროცესისათვის კარგად მომზადების საშუალება აქვთ, რაც მათ ინტეგრაციასა და ტრანზიციას უფრო მარტივს ხდის.

ენის აკადემიაში გაკვეთილები სრულად გერმანულად მიმდინარეობს, სწავლების ინტერაქციული მოდელი კი, სტუდენტებს ენის ბარიერის სწრაფად დაძლევასა და აზრების თავისუფლად გამოხატვაში ეხმარება. აკადემიაში მოსულ თითოეულ სტუდენტს უკვე აქვს გერმანულის ცოდნის გარკვეული დონე, ინტენსიური კურსი კი, მათ ამ ცოდნის გაღრმავებაში, არაერთი საჭირო უნარ-ჩვევის განვითარებასა და საკუთარი პოტენციალის რეალიზებაში ეხმარება. უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში, ენის აკადემიამ სტუდენტთა 9 ჯგუფი გადაამზადა, წარმატებულ 62 კურსდამთავრებულს კი, ტელეპერფორმანსის დინამიკურ, საერთაშორისო გუნდში დასაქმების შესანიშნავი შესაძლებლობა მიეცა.

გამოცდილება, რომელსაც ადამიანები ენის აკადემიასა თუ ტელეპერფორმანსში შეიძენენ, უნიკალურია, ამიტომ გერმანულის კურსზე გატარებული დრო თქვენი წარმატებული მომავლისათვის გაღებული გონივრული ინვესტიციაა. ტელეპერფორმანს საქართველო საუკეთესო პლატფორმაა, მოტივირებული, ნიჭიერი ადამიანების ზრდისათვის, ამიტომ, თუ გსურს, განვითარდე პიროვნულად და პროფესიულად, გახდე დამოუკიდებელი და საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის უპირატესობები შენს თავზე იგრძნო — გამოიყენე ეს შესაძლებლობა – შემოგვიერთდი!

[R]

Mozilla-მ ბრენდინგი განაახლა

„წარმატების საფუძველი მუდმივი განვითარება და მოქნილობაა” – მარიამ კუპრაძე, საქართველოს ბანკის IT ხარისხის მართვის ინჟინერი