არსებობს ერთი ამგვარი ტრენდი “Wardrobing”, რომელიც ერთი ან მეტი რაოდენობის სამოსის ქირაობას გულისხმობს. ბრენდები დღესდღეობით ამ ხერხს იშვიათად მიმართავენ, თუმცა, ამას ვერ ვიტყვით Diesel-ზე, რომელმაც ახალი კამპანიით სწორედ ამ ტრენდის მიმღებლობას გაუსვა ხაზი. “ისიამოვნე, სანამ დააბრუნებ”, ასე ჰქვია ვიდეორგოლს, რომელზეც სარეკლამო სააგენტო Publicis-მა იმუშავა. კამპანია დიზელის შემოდგომა-ზამთრის კოლექციას ეხება, რომელიც ბრენდმა მომხმარებლებს სულ ახლახან შესთავაზა.