in

გაიგეთ, რატომ უნდა ისწავლოთ – Henley Business School Flexible Executive MBA პროგრამაზე

იყო წარმატებული მენეჯერი, განსაკუთრებულ უნარ-ჩვევებთან ერთად ითხოვს, გქონდეს გარკვეული პროფესიული გამოცდილება და იმავდროულად, მუდმივად სწავლობდე ახალს. ახლის სწავლა კი, ხშირ შემთხვევაში, სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელებას გულისხმობს. სწორედ სამაგისტრო პროგრამაა განათლების ის საფეხური, რომელიც უკვე დასაქმებულ და წარმატებულ ადამიანებს მეტ შესაძლებლობებსა და განვითარების მეტ საშუალებას სთავაზობს.

„საქართველოში არაერთი სამაგისტრო პროგრამაა ხელმისაწვდომი, თუმცა, მათ შორის ყველაზე გამორჩეულია დიდი ბრიტანეთის წამყვანი ბიზნესის სკოლის – Henley Business School-ის მიერ ინიცირებული პროგრამა Flexible Executive MBA, რომელიც „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ ბაზაზე უკვე ორი წელია, ხორციელდება. ეს არის უპრეცედენტო სამაგისტრო პროგრამა საქართველოში, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია“.

გთავაზობთ ყველა მიზეზს, რატომ უნდა ისწავლოთ სამაგისტრო პროგრამაზე – Henley Business School Flexible Executive MBA:

  • Flexible Executive MBA დიდ ბრიტანეთში არსებულ სამაგისტრო პროგრამებს შორის რეიტინგით №4 ადგილზეა, ხოლო მსოფლიოს რეიტინგის უმაღლეს ლიგაში № 27 ადგილს იკავებს
  • Henley Business School არის მსოფლიოს იმ 73 ბიზნესის სკოლას შორის, რომელსაც სამმაგი აკრედიტაცია აქვს
  • Henley Business School-ს აქვს საუკეთესო რეპუტაცია, მსოფლიოს მასშტაბით
  • Flexible Executive MBA პროგრამის კურსდამთავრებულები საერთაშორისო მსხვილ კორპორაციებსა და ორგანიზაციებში არიან დასაქმებული; კურსდამთავრებულებზე მოთხოვნა მსოფლიოს დასაქმების ბაზარზე მუდმივად მზარდია
  • პროგრამის სტრუქტურა მოქნილია და დასაქმებულებს მისი სამსახურთან შეთავსება მარტივად შეუძლიათ
  • ანალოგიურ პროგრამებთან შედარებით, უპრეცედენტოდ დაბალია პროგრამის ღირებულება. პროგრამის ჯამური ღირებულება არის 17500 €. გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად
  • პროგრამა ხორციელდება სამ ეტაპად. თითოეული ეტაპის ხანგრძლივობა 10 თვეა
  • პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტები გაემგზავრებიან დიდ ბრიტანეთში „ჰენლის“ ბიზნესის სკოლის „გრენლანდიის“ კამპუსში, სადაც სავალდებულო მოდულის ფარგლებში განახორციელებენ ერთ ვიზიტს პროგრამის დაწყებისთანავე. სავალდებულო მოდულების ფარგლებში, სტუდენტები აგრეთვე ორჯერ გაემგზავრებიან „ჰენლის“ კამპუსში, მალტაში, სადაც სემინარებს „ჰენლის ბიზნესის სკოლის“ პროფესორები ჩაატარებენ
  • პროგრამის დასასრულს გაიცემა ბრიტანული, „ჰენლის“ ბიზნესის სკოლის დიპლომი

„საქართველოში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში“ პროგრამაზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულია.

დაინტერესების შემთხვევაში, რეგისტრაციის გავლა აღნიშნულ ბმულზეა შესაძლებელი.

წყლისქვეშა ფოტოგრაფიის კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

Facebook-მა ავსტრალიაში ახალ ამბებთან ერთად, შემთხვევით საკუთარი გვერდიც დაბლოკა