in

რა ხანგრძლივობის ძილია საჭირო ჯანმრთელობისთვის

თუკი სტატისტიკას ჩავხედავთ, Google-ში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვაა: „არის თუ არა 6 საათი ძილი საკმარისი?” ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ ბევრმა არ იცის, რა ხანგრძლივობის ძილია საჭირო მათი ორგანიზმისთვის. თუმცა ხშირად ჩვენი ორგანიზმი ამას კარგად გვახვედრებს.

ძილის გრაფიკისთვის თვალყურის დევნება შეიძლება არ იყოს თქვენი მთავარი პრიორიტეტი, მაგრამ ის მრავალი თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი ჯანმრთელობისთვის. ძილის ხანგრძლივობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ჩვენს წონასა და მეტაბოლიზმზე, ტვინის ფუნქციონირებასა და განწყობაზეც კი.

ძირითადად, ძილის დრო იცვლება ჩვენი სოციალური ცხოვრების, სამუშაო გრაფიკის, ოჯახური ვალდებულებების, Netflix–ის უახლესი შოუს ან, უბრალოდ, დაღლის შეგრძნების მიხედვით.

ამ სტატიაში ჩვენ დაგეხმარებით იმის გაგებაში, თუ როგორ გამოვთვალოთ დასაძინებლად საუკეთესო დრო თქვენი გაღვიძების დროის და ძილის ბუნებრივი ციკლების საფუძველზე. ჩვენ, ასევე, განვიხილავთ, თუ როგორ მუშაობს თქვენი ძილის ციკლი და როგორ შეიძლება მან გავლენა მოახდინოს თქვენს ჯანმრთელობაზე.

რა რაოდენობის ძილი გვჭირდება?

ძილის დოზა იცვლება მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში. მაგალითად, ჩვილს შეიძლება  17 საათამდე ძილი დასჭირდეს ყოველდღიურად, ხოლო ზრდასრულებს მხოლოდ 7 საათი. ეს დამოკიდებულია იმაზე, რომ ჩვენი სხეულის მოთხოვნილებები მუდმივად იცვლება.

ამერიკის პედიატრიის აკადემიისა და CDCTrusted Source–ის თანახმად, ეს არის ძილის ზოგადი მითითებები სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისათვის:

დაბადებიდან 3 თვემდე: 14 -დან 17 საათამდე
4 -დან 11 თვემდე: 12 -დან 16 საათამდე
1 -დან 2 წლამდე: 11 -დან 14 საათამდე
3 -დან 5 წლამდე: 10 -დან 13 საათამდე
6 -დან 12 წლამდე: 9 -დან 12 საათამდე
13 -დან 18 წლამდე: 8 -დან 10 საათამდე
18 -დან 64 წლამდე: 7 -დან 9 საათამდე
65 წლის და უფროსი ასაკის: 7-8 საათი

თითოეული ადამიანის ძილის რაოდენობა განსხვავებულია, თუნდაც, ისინი ერთ ასაკობრივ ჯგუფში იყვნენ. ზოგს შეიძლება დასჭირდეს მინიმუმ 9 საათი, რათა თავი კარგად იგრძნოს, ზოგიერთი იმავე ასაკის ადამიანი კი მიიჩნევს, რომ 7 საათი ძილიც სრულიად საკმარისია.

ყველაზე  სწორი კითხვაა: როგორ გრძნობთ თავს, როცა გძინავთ სხვადასხვა რაოდენობით. აი, რა უნდა გახსოვდეთ ძილის საჭიროებების შეფასებისას:

  • გრძნობთ დასვენების საჭიროებას 7-საათიანი ძილის შემდეგ, ან გჭირდებათ სულ მცირე 8 ან 9?
  • გაქვთ დღისით ძილიანობა?
  • ხართ თუ არა დამოკიდებული კოფეინზე, რომ გაძლოთ მთელი დღის განმავლობაში?
  • თუ სხვასთან ერთად გძინავთ, მათ შეამჩნიეს, რომ ძილის პრობლემები გაქვთ?

ნიშნები, რომ ძილი გაკლიათ

ზოგიერთი ადამიანისთვის ძილის ნაკლებობა ჩვეულებრივი მოვლენაა, განსაკუთრებით, სამუშაოსა და ცხოვრების სტრესის მატებასთან ერთად. ძალიან ცოტა ძილმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენი სხეულის ბევრ სისტემაზე და აღდგენით ფუნქციებზე.

თქვენ, ასევე, შეიძლება ძალიან ცოტა გძინავთ შემდეგი მიზეზების გამო:

  • უძილობა
  • ობსტრუქციული ძილის აპნოე
  • ქრონიკული ტკივილი
  • სხვა შემთხვევები

ნიშნები, თუ როგორ შევამჩნიოთ, რომ ძილი გვაკლია:

  • გაღიზიანებული ხართ
  • ნაკლებად პროდუქტიული და კონცენტრირებული ხართ
  • გაძლიერებული მადა გაქვთ
  • თქვენი გონება არ მუშაობს ისე, როგორც საჭიროა
  • თქვენი კანი არაა კარგ მდგომარეობაში
  • მეხსიერების პრობლემები გაქვთ

ძილი და ფსიქიკური ჯანმრთელობა მჭიდრო კავშირშია. მისი დარღვევა ხელს უწყობს დეპრესიასა და შფოთვას, ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ ყოველთვის კარგად გამოძინებული ვიყოთ, რათა ორგანიზმმა ძალები აღიდგინოს და ნორმალურად ფუნქციონირება შეძლოს.

რუბრიკას ჯანმრთელობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე წარმოგიდგენთ PSP

TikTok-ზე თავად განსაზღვრავთ, რამდენი AI კონტენტის ნახვა გსურთ

თიბისის მხარდაჭერით მშენებარე ბიზნესცენტრში – „ახალი ატრიუმი“, გაყიდვები განახლდა