in

რა კავშირი აქვს “სამეფო კარის თამაშებსა” და უცხო ენების შემსწავლელ ცენტრს? – პრინტ კამპანია 

Inlingua უცხო ენების შემსწავლელი დაწესებულებაა, რომელსაც სხვადასხვა ქვეყანაში რამდენიმე ფილიალი აქვს და უკვე წლებია სტუდენტებს სასურველი ენის სრულყოფილად დაუფლებაში ეხმარება. დაწესებულებამ თავისი კურსების კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაციისთვის ორიგინალური პრინტ კამპანია შექმნა. პოსტერებზე სააგენტო Kolle Rebbe-მა იმუშავა. კომპანიამ სამი ძირითადი და ყველაზე მეტად მოთხოვნადი ენა აარჩია: ინგლისური, ფრანგული და იტალიური, ამ ენების საფუძვლიანად შესწავლა სამეფო ტახტზე ასვლას შეადარა, შემდეგ პოსტერებზე მოცემული ქვეყნებისთვის და მათი მმართველებისთვის დამახასიათებელი ელემენტები დაიტანა. მაგალითად, გასაკვირი სულაც არ არის, რომ ფრანგულ ტახტზე კრუასანები და გილიოტინაა გამოსახული, რაც შეეხება იტალიას, პოსტერზე, რა თქმა უნდა, პიცას ვხედავთ, ბრიტანულ სამეფო სავარძელს კი მეფე არტურის ისტორიული ხმალი ამშვენებს. ამ კამპანიის საშუალებით Inlingua-ს კიდევ ერთხელ უნდოდა ენის სწავლის მსურველებისთვის თავისი პროფესიონალიზმი შეეხსენებინა.

“რეკლამის აღსასრული”?! რა ბედი ელის რეკლამას მედია გამოცემებში?!  

კორიანი – ხელოვნური ქვა ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინისთვის