in

„აწარმოე საქართველოში“ – ბრენდის განახლებული ვიზუალური იდენტობა და ფილოსოფია

ბიზნესის ხელშეწყობის სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ახალი ვიზუალური იდენტობა და ბრენდის ფილოსოფია აქვს. 2017 წლის აპრილში, „მეწარმეობის განვითარების სააგენტოს“ ბაზაზე, „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს“ შერწყმით, ბიზნესის ხელშეწყობის ორგანიზაცია „აწარმოე საქართველოში” განახლდა. მის სტრატეგულ ბრენდინგზე „მილენიალ ჰაბის“ გუნდმა: რეზო ჩარკვიანმა, ვასკა ჩუბინიძემ და გიორგი ტაბატაძემ იმუშავეს, ხოლო ვიზუალური იდენტობა აბესალომ ყაველაშვილმა და სოფია ანთიძემ შექმნეს. რებრენდინგის შედეგად, შენარჩუნებულია საქართველოს რუკის ფორმა, რომელიც ძველ ლოგოზეც იყო, მთავარ სიმბოლოდ კი მოძრაობის მანიშნებელი ისარია შერჩეული, ხოლო ისრების ერთობლიობა სააგენტოს მიზნების მიღწევისთვის აუცილებელ სინერგიაზე მიანიშნებს. აღსანიშნავია ისიც, რომ სიმბოლოები დასავლეთისკენაა მიმართული. მარკეტერი გთავაზობთ ბრენდის ახალ ვიზუალურ იდენტობასა და განახლებული ფილოსოფიას, გარდა ამისა, აქვე, ვიზუალური შედარებისთვის წარმოგიდგენთ ძველ და ახალ ლოგოებს:

BOG
BOG

 


„ჩვენ გვჯერა, რომ დღეს საქართველოში ყველა ადამიანს აქვს პოტენციალი, თავისი შრომით იყოს პასუხისმგებელი საკუთარ თავზე, თუმცა, ვაანალიზებთ, რომ ამ გზაზე პირველი და ყოველი შემდეგი ნაბიჯის გადადგმა რთულია. სწორედ ამიტომ, აწარმოე საქართველოში აგროვებს და აზიარებს ცოდნას, უზრუნველყოფს ფინანსებზე ხელმისაწვდომობას და ინაწილებს რისკებს. მუშაობს იმისთვის, რომ დამწყებმა და არსებულმა მეწარმეებმა იგრძნონ მხარდაჭერა და თავდაჯერებულობა, რათა საბოლოო ჯამში, შექმნან პროდუქტი საქართველოში. ბრენდის გამოწვევა, სააგენტოს სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის სტიმულირებისა და მხარდაჭერის მთავარ წყაროდ პოზიციონირებაა, შესაბამისად, ბრენდის პლატფორმა ერთი სიტვის – „იმოქმედეს” გარშემო ავაგეთ. ეს ერთი მხრივ, მოწოდებაა ქართველი მეწარმეებისთავის, გადადგან თამამი ნაბიჯები ბიზნესში და გამოიყენონ ბიზნესის წამოწყებისა და გაფართოებისათვის შექმნილი სახელმწიფო სერვისები, მეორე მხრივ – „იმოქმედე” არის მამოძრავებელი თვით სააგენტოსთვის. განახლებული სტრატეგიის მიხედვით, შეიქმნა ბრენდის ახალი ვიზუალური იდენტობაც, სადაც ძველი ლოგოს გათვალისწინებით, შენარჩუნებულია საქართველოს რუკის ფორმა, თუმცა ერთადერთ და შესაბამისად, მთავარ სიმბოლოდ მოძრაობის მანიშნებელი ისარი შეირჩა, რომელთა ერთობლიობაც სააგენტოს მიზნების მისაღწევისთვის აუცილებელ სინერგიაზე მიანიშნებს“ – ამბობენ ბიზნესის ხელშეწყობის სააგენტოში.

შშმ პირების ფოტოებით ჩანაცვლებული სიმბოლო ათასობით საგზაო ნიშანზე – Access Israel-ის სასარგებლო კამპანია

ბულინგიდან მეგობრობამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯია – Vodafone-ის საახალწლო ვიდეორგოლი