საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარებისთვის, 199 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება. პროგრამამ „აწარმოე საქართველოში“, ამ მიმართულების განვითარებისთვის, მხარი 75 მეწარმე სუბიექტს უკვე დაუჭირა მხარი.

„ინვესტიციის ჯამური მოცულობა 199 მლნ ლარია, აღნიშნული 75 სასტუმრო შექმნის 2 000-ზე მეტ დამატებით ოთახს და 2 000-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს“.
სააგენტოს ინფორმაციით, სასტუმროები აშენდება ბორჯომში, ბაკურიანში, გუდაურში, ფოთში, ურეკში, ნიკორწმინდაში, ყაზბეგში, საგარეჯოში, გონიოში, შეკვეთილში, თელავში, წყალტუბოში, ქუთაისში, ზუგდიდში, მესტიაში, გურჯაანსა და გორში.
სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების მიმართულება, პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ 2016 წლიდან დაემატა. მათი ცნობით, ეს კომპონენტი, მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს, განავითარონ სასტუმრო ბიზნესი, შექმნან ახალი სამუშაო ადგილები, მოიზიდონ მეტი დამსვენებელი და ხელი შეუწყონ რეგიონის განვითარებას.










