in

რა ბედი ეწევა რეის მას შემდეგ, რაც საუკეთესო მეგობარი მიატოვებს? — პასუხი Entertainer-ის რეკლამაშია

BOG
BOG

იმის ნაცვლად, რომ ეჩვენებინათ, რა ბედნიერება მოაქვს ახალ სათამაშოებს ბავშვებისთვის, Entertainer-მა გადაწყვიტა, ჩვენთვის ძველი სათამაშოების დრამა გაეზიარებინა. ამიტომაც, მთავარი გმირი აქ Ray გახლავთ, ფუმფულა სათამაშო, რომელიც ერთ დროს ძალიან უყვარდათ, თუმცა ახლა უწევს, უყუროს, როგორ თამაშობს მანქანებით მისი საუკეთესო მეგობარი…

ამგვარად, სათქმელიც ბევრი დაუგროვდა, რასაც ვიდეოში It Must Have Been Love-ის სიმღერის ტექსტით გვიყვება და ასე ამბავს უფრო ემოციურს ხდის:

გვინდოდა, ნამდვილი გულისტკივილი გადმოგვეცა, გვჭირდებოდა ხმა, რომელიც რეის პერსონაჟს ასახავდა და თავიდანვე მივხვდით, რომ ეს Baxter Dury უნდა ყოფილიყო. ხმა, რომელიც განსხვავდება იმისგან, რასაც ჩვეულებრივ შობას ვისმენთ, — აცხადებენ adam&eveDDB-ში.

უდავოდ, ჭკვიანური მარკეტინგული ხრიკია — რეის მიმართ თანაგრძნობას აჩენენ და მომხმარებლებში მისი ყიდვის სურვილს აღძრავენ. თანაც შეზღუდულ გამოშვებას გვთავაზობენ და ემოციას ყიდიან, რომელიც გვაგრძნობინებს, რომ რეი გადავარჩინეთ…

Entertainer-ის კამპანიაზე adam&eveDDB-მ იმუშავა.

Friend.com ჩეტბოტის სახით წუწუნა მეგობარს გთავაზობთ

Coca-Cola-ს ისტორია — პირველი ბოთლიდან გლობალურ კომპანიამდე