12
იან
2018

ხორცპროდუქტების მაღაზია „ანტრეკოტის“ ბრენდინგი, რომელზეც WINDFOR’S-მა იმუშავა

12 იან 2018

ხორცპროდუქტების ახალი მაღაზია – Entrecote • ანტრეკოტი ვაკეში, ფალიაშვილის 82-ში გაიხსნა, მის ბრენდინგზე კი კრეატიულმა სააგენტო WINDFOR’S-მა იმუშავა. როგორც სააგენტოში ამბობენ, ბრენდინგის ინსპირაციისთვის გადამწყვეტი წყვეტილი ხაზი იყო, რომელიც ხშირად გამოიყენება გრაფიკულ ილუსტრაციებში, საქონლის ნაწილების ვიზუალური გარჩევისთვის. რაც შეეხება მაღაზიის სახელს, Entrecote ფრანგულაად ხორცის ნარჩევ ნაჭერს აღნიშნავს. ბრენდის ვიზუალური იდენტობის შექმნისას, გამოყენებულია მშვიდი და არაპროვოკაციული ფერები.

BOG PLUS

„ბრენდინგზე ფიქრისას ჩვენი მთავარი მიზანი იყო შეგვექმენა თბილი და უშუალო ვიზუალი, რომელიც შესაბამისი იქნებოდა უბნის პატარა და ამავდროულად, პრემიუმ ხარისხის მაღაზიისთვის. რასაც მივაღწიეთ ხელნაწერი ტიპოგრაფიის და ილუსტრაციების წყალობით. ლოგო აერთიანებს მთავრულ ფონტს და სიმბოლოს, რომელიც თავის მხრივ ცვლადია და ზუსტად შეესაბამება მაღაზიის მთავარ პროდუქტებს – ძროხის, ქათმის და ღორის ხორცს. კორპორატიული სტილის მნიშვნელოვანი დეტალი, ილუსტრაციებთან ერთად, მესიჯებია, რომელიც ბრენდის მთავარ ფასეულობებს გამოხატავს. ამ ყველაფერს პატერნში აერთიანებს წყვეტილი ხაზები, რაც ბრენდინგის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია და ხშირად გამოიყენება საყასბოს გრაფიკულ ილუსტრაციებში, ხორცის ნაჭრების ვიზუალურად გარჩევისათვის. პატერნის დიზაინი იცვლება ფორმატის და თემის მიხედვით. სახელი Entrecôte კი ხაზს უსვამს მაღაზიის პროდუქტის ხარისხს“, – თამთა მალაზონია, პროექტის არტ დირექტორი და დიზაინერი. 

Credits:
Client: Entrecote
Chief Creative Director: Vato Kavtaradze
Art Director: Tamta Malazonia
Designers: Tamta Malazonia
Copywriter: Lasha Babuadze
Chief Strategist: Lado Malazonia
Account Manager: Inga Svanidze

განხილვა