in ,

როგორ შევარჩიოთ პროფესიონალი ენტრეპრენერი? – BMW-ს ექსტრემალური გასეირნება

დღევანდელ დროში, სამყარო და ბიზნეს ინდუსტრია ენტრეპრენერების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის. თუმცა, რამდენად შეიძლება ითქვას ყველა მათგანზე პროფესიონალი, ეს უკვე ცალკე თემაა. როდესაც ისეთ კომპანიებს ეხებათ საქმე, როგორიც მაგალითად BMW-ა, აქ კადრების შერჩევა ყოველთვის განსაკუთრებით დიდი ყურადღებით ხდება, ამჯერად კი ბრენდმა ნამდვილად ყველა მოლოდინს გადააჭარბა. სწრაფი აზროვნებისა და მობილიზების უნარი, ნებისმიერ ექსტრემალურ სიტუაციასთან თავის მშვიდად გართმევის შესაძლებლობა, ყველაზე რთულ პირობებშიც კი მომხმარებლის დაინტერესება და მოხიბვლა – იმისთვის, რომ სრულიად  გამოვავლინოთ ეს თვისებები და გავიგოთ კანდიდატის რეალური უნარ-ჩვევები, BMW-ს ახალი მეთოდი აქვს. ექსტრემალური გასეირნება პროფესიონალ მრბოლელთან ერთად და წარმოუდგენელი სიჩქარე, მიუხედავად ასეთი რთული ფაქტორებისა, ბრენდის შესარჩევ ტურში მონაწილე ენტრეპრენერებს სტაბილურობა უნდა შეენარჩუნებინათ და თავიანთი საქმე ბოლომდე მიეყვანათ. შედეგი ნამდვილად ძალიან საინტერესო სანახავი გამოვიდა, ხოლო გამარჯვებული კანდიდატი კი უდავოდ, სანდო და პროფესიონალი თანამშრომელი.

 

დიჯიტალ ტვ-მ აბონენტებს პირველი აქცია შესთავაზა

საკო წოწორია – #პირველისამსახური