12
Feb
2020

გადაიღალეთ? ანტრეპრენერები ამ 5-წუთიან აქტივობებს გირჩევენ

12 Feb 2020

იმ შემთხვევაშიც კი, თუკი თავს ძალიან დაკავებულად თვლით, მაინც არის შესაძლებელი, რომ დღეში 5 წუთი გამონახოთ და მენტალური ჯანმრთელობისკენ მიმართოთ. ეს აუცილებელია თქვენი ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ცხოვრებისეული ბალანსისთვის. ამდენად, იმის მიუხედავად, რამდენად დატვირთულია თქვენი განრიგი, გეტყვით, რომ ყველაზე წარმატებული ბიზნეს ლიდერები თავისუფალ დროს ამ ტიპის აქტივობებს უთმობენ. როდესაც თავს გადაღლილად და გადატვირთულად იგრძნობთ, თქვენც შეგიძლიათ ამ გზას მიმართოთ:

pasha-statiebi
pasha-statiebi

ჩამოწერეთ თქვენი აზრები

როდესაც გონება ქაოსშია და ფიქრიდან ფიქრზე დახტუნავთ, შესაძლოა მხსნელად უბრალო კალამი და ფურცელი მოგევლინოთ. აზრების ჩამოწერას კი სულ რამდენიმე წუთს მოანდომებთ. როდესაც ყველაფერი ფურცელზეა დაწერილი, ფიქრი უკვე აღარაა ქაოტური. თქვენ მას ნაკადის ფორმა მიეცით და ეს გაურკვევლობის ენერგიაც გარეთ გამოიტანეთ.

ჯღაბნეთ

ჯღაბნა მხოლოდ გაბეზრებული სტუდენტების ჰობი არაა. ეს სტრესის კარგი მომხსნელია სამუშაო მაგიდასთანაც და შეხვედრაზეც. ამისათვის კალამი და ფურცელია. არც რაიმე კონკრეტული ფორმის მიცემაზე ფიქრია საჭირო. უბრალოდ, მიეცით სტრესს გარეთ გადმოღვრის საშუალება.

გაიზმორეთ

ამის გაკეთება სამუშაო მაგიდასთანაც შეგიძლიათ და მოძრაობის დროსაც. ეს კუნთებს გამოგიცოცხლებთ. ამ დროს ორგანიზმი ენდორფინებს გამოყოფს და გამოთავისუფლებულ კუნთებს სასიამოვნო შეგრძნებები მოყვება.

მოუსმინეთ მხიარულ მუსიკას

მუსიკა განწყობას გაგიუმჯობესებთ, გაგათავისუფლებთ ნეგატიური შეგრძნებებისგან და ოპტიმისტურ ტალღაზე დაგაყენებთ.

გადაიტანეთ ყურადღება

ყურადღების სხვა რამეზე მიმართვა, ასევე სასარგებლო იქნებოდა თქვენი მდგომარეობისთვის. ასეთ დროს, გონება არსებული მდგომარეობისგან დასვენებას იწყებს. მხიარული ვიდეო, მსუბუქი საკითხავი გონებას გაანიავებს და ენერგიით აგავსებთ.

მიმართეთ ანტრეპრენერულ ინსპირაციებს

არ აქვს მნიშვნელობა, ვისი მიმდევარი ხართ სოციალურ ქსელებში, შეგიძლიათ დაღლილობის ჟამს მათ ციფრულ კედლებს მიმართოთ. ოპტიმისტური პოსტები განწყობის ამაღლებაში დაგეხმარებათ და იქნებ, რაიმე შთამაგონებელსაც გამოკრათ ხელი.

გაისეირნეთ

ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გზა სტრესის შესამცირებლად, სიარულია. ხუთი წუთით გასეირნებაც კი დააცხრობს ქაოსს თქვენს გონებაში და ცნობიერ გონებაზე დარჩენაში დაგეხმარებათ.

გაავარჯიშეთ ცნობიერი გონება

პრობლემებმა, გეგმებმა და ფიქრებმა შეიძლება თქვენს გონებაში ქაოსი წარმოშვას. ასეთი გონებრივი დატვირთვა კი არც ისე სასიამოვნოა, როცა საქმე გაქვთ გასაკეთებელი. ამ დროს, mindfulness-ის პრაქტიკა დაგეხმარებათ. ესაა თქვენი გონების აწმყოზე მიმართვა, ცოცხალი, ამჟამინდელი გამოცდილებით ტკბობა. ეს განტვირთვაში ძალიან წაგადგებათ.

 

წყარო: inc



განხილვა