25
Dec
2018

ანტრეპრენუარების 5 გავრცელებული შეცდომა

25 Dec 2018

სიმდიდრის მოხვეჭას არაერთი წიგნი მიეძღვნა. თუმცა, ცოტა მათგანი არის განკუთვნილი სპეციალურად ანტრეპრენუარებისთვის. ჯიმ დიუ კომპანია Dew Wealth Management-ის დამფუძნებელია. ცოტა ხნის წინ, მის წიგნს წავაწყდი, სახელწოდებით “მილიონის კვალდაკვალ: ანტრეპრენუარის გზამკვლევი – როგორ მოვიხვეჭოთ სიმდიდრე, თავისუფლება და დრო”. გამაოგნა ამ წიგნის პრაქტიკულობამ და სარგებლიანობამ. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ წიგნში აღწერილ სტრატეგიათაგან ხუთს, რომელიც ანტრეპრენუარების მიერ დაშვებულ გავრცელებულ შეცდომებზე საუბრობს.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ზედმეტად ბევრ გადასახადს იხდიან

ანტრეპრენუარები ფულის კეთებაზე არიან ორიენტირებული, თუმცა, მისი შენარჩუნება ხშირად ავიწყდებათ. როდესაც საქმეს ბუღალტერს მიანდობთ, გარდა გადასახადების გადახდის მომზადებისა, დარწმუნდით, რომ გადასახადების დაგეგმვითაც იქნება დაკავებული.

ეს არ ნიშნავს, რომ კანონთან ვალდებულებას თავი უნდა აარიდოთ. გადასახადებთან გამკლავების კანონიერი გზებიც არსებობს. თუკი გადასახადებში დიდი თანხა გეხარჯებათ და არ გაქვთ მათი მოწესრიგების სტრატეგიული გეგმა, დიდი ალბათობით, საკმაო ფულს კარგავთ.

ზედმეტად დიდი ინვესტიცია “სტარტაპებში”

ანტრეპრენუარებს უყვართ ბიზნესის დაწყება და შენება. მათ უკვე აქვთ საკუთარი კაპიტალი საკუთარ კომპანიაში. ახალი ბიზნესის წამოწყება და მასში ფულის დაბანდება მაცდურია, თუმცა საშიში.
ანტრეპრენუარებს ძალიან კარგად გამოსდით გამდიდრება, თუმცა უჭირთ სიმდიდრის შენარჩუნება. მნიშვნელოვანია, ინვესტიციების სამეწარმეო სფეროს მიღმა დაბანდება.

ოჯახური ოფისის არქონა

ულტრა-მდიდარი მეწარმეებისთვის, რომლებსაც $300 მლნ-ზე მეტი აქვთ, ოჯახური ოფისი ქონების ეფექტური მართვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, რა უნდა მოიმოქმედოთ, თუ ამ კატეგორიას არ მიეკუთვნებით? ამასთან, ოჯახური ოფისი არ წაგადგებათ, თუ თქვენი შემოსავალი საკმაოდ ბევრი არ არის.

რისი გაკეთება შეგიძლიათ?

შეგიძლიათ საკუთარი ოჯახური ოფისი შექმნათ ან, უმჯობესია, დაიქირავოთ ფინანსური მრჩეველი, რომელსაც აქვს ანტრეპრენუარებთან მუშაობის გამოცდილება. მრჩეველი გამოიკვლევს, გყავთ თუ არა გუნდი, რომელიც მოიცავს ბუღალტერს, ბანკირს, სადაზღვევო აგენტს, იურისტს, კომუნიკატორსა და კოორდინატორს. შესაძლოა, თქვენს გუნდში უკვე არის ერთი-ორი ადამიანი, თუმცა, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ისინი პროფესიონალები და შედეგებზე ორიენტირებულები არიან.

ფიქრობენ, რომ მათ არავინ უჩივლებს

ანტრეპრენუარები რისკავენ ისე, როგორც სხვები არ მოიქცეოდნენ და თან, დადებით შედეგებს ელიან. ზოგჯერ, ანტრეპრენუარები გამორიცხავენ კიდეც, რომ კანონთან შეიძლება შეექმნათ პრობლემა. უპირველეს ყოვლისა, საამისო მზაობაა საჭირო.
ანტრეპრენუარი, რომელსაც ვირტუალური კომპანია აქვს და კონკრეტული პროდუქტი სადმე არ უდევს გასაყიდად, ხშირად ვერ აცნობიერებს, რაში სჭირდება ბიზნეს რისკების დაზღვევა. ეს დაზღვევა არ ჯდება ძვირი და ფარავს იმ ხარჯებს, რაც მზარდი ბიზნესისთვისაა დამახასიათებელი, მაგალითად, საავტორო უფლებების დარღვევის გამო გადასახდელი ჯარიმა.

ბიზნესისა და ქონების დასაცავად, იურიდიული დოკუმენტაცია არ გააჩნიათ

ანტრეპრენუარები ზრდაზე არიან ორიენტირებული. რა მოხდება, თუკი მეწარმე ავად გახდება, ტრავმას მიიღებს ან ბიზნეს პარტნიორს დაკარგავს?

ანდერძი, მინდობილობა, უფლებამოსილება, შესყიდვა-გაყიდვის საკითხები და სხვა იურიდიული დოკუმენტები მეწარმესა და მის ოჯახს გაუგებრობებისგან იცავს.

ეს დოკუმენტაცია უნდა შექმნან და აკონტროლონ პროფესიონალებმა. თუმცა, გადასახადების, დაზღვევისა და საინვესტიციო ექსპერტების ყოლა კიდევ უფრო საჭიროა. ამგვარად, საკუთარი ბიზნესისა და ოჯახის მოთხოვნებს უპასუხებთ.

წყარო: inc.com



განხილვა