in

შეიქმნა ჟილეტი, რომელიც სითბოს მომხმარებლის სურვილის შესაბამისად გამოყოფს

„ენტროპიის ჟილეტს“ ჯილდოს მფლობელი Petit Pli-ს შემქმნელები გვთავაზობენ, ანუ საბავშვო ტანსაცმლის, რომელიც პატარა ბავშვთან ერთად იზრდება… თუმცა ახლა ეს ჟილეტი სრულიად განსხვავებულ პრობლემას აგვარებს. მას სპეციალური ქიმიური გელი მოჰყვება, რომელსაც სითბოს შენარჩუნება შეუძლია. ხოლო მის ტარებას ტანსაცმლის ქვეშ შეძლებთ. მეტიც, იგი თქვენს ბრძანებას ემორჩილება და შეუძლია სითბო მაშინ გამოყოს, როცა თქვენ მოგინდებათ.

ჟილეტს ფაზის შეცვლის მასალაც გააჩნია, რომელიც ვენების მსგავს არხებშია მოქცეული. გააქტიურებისას გელს ტემპერატურის 40 გრადუსამდე აწევა შეუძლია. საინტერესოა ისიც, რომ იგი ყოველგვარი ელექტროობის გარეშე მუშაობს, მისი გადატვირთვა უბრალოდ ცხელ წყალში მოთავსებით შეიძლება, რათა მატერიის სტრუქტურის ფაზა შეიცვალოს და ხელახლა „დაიმუხტოს“ იგი. 

შესაძლოა, ვიზუალი ცოტა კომპლექსურად გეჩვენებოდეთ, მაგრამ სატარებლად ნამდვილად მარტივი, მსუბუქი და მოსახერხებელია. გამჭვირვალე ჟილეტი „ფაზის შეცვლის მასალასაც“ შეიცავს, მყისიერად ათბობს სხეულს გააქტიურებისას და თხევადიდან გელის მსგავს მასალად იქცევა. იგი ტემპერატურის კლებას ადამიანის მოძრაობისას იწყებს, რათა მისი მფლობელი სიცხემ არ შეაწუხოს. 

„ენტროპიის ჟილეტით Petit Pli ელექტროობის საჭიროების გარეშე ტანსაცმლის ადაპტირებადი თერმული თვისებების პოტენციალს იკვლევს. Entropy Vest კი შეიქმნა იმისათვის, რომ გამოიწვიოს არსებული თერმულად რეგულირებადი ქსოვილების ან ჩაშენებული ტექნიკის რეალური შესაძლებლობები. იგი მალე გამაგრილებელი ვერსიითაც გამოვა, რათა გამოსავალი ცხელი დღეების დროსაც შემოგთავაზოთ“, — აცხადებენ კომპანიაში. 

 

ზოგიერთ ადამიანს ემოჯების გამოყენება „აშინებს“ — ციფრული სამყაროს ენა

გრანდ ელექტრონიქსი ახლა უკვე რუსთავი მოლში