in

ეროვნულ ბანკში სამაგისტრო კვლევითი თემის კონკურსი ცხადდება

გამარჯვებულებს შესაძლებლობა ექნებათ ეროვნულ ბანკში ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარონ

საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსური ტექნოლოგიებითა და მონაცემთა მეცნიერების კვლევით დაინტერესებული სტუდენტებისთვის სამაგისტრო კვლევითი თემის კონკურსს აცხადებს. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამართლის, ეკონომიკის, ფინანსების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ზუსტი მეცნიერების მიმართულების მაგისტრატურის სტუდენტებს.

გამარჯვებულ კანდიდატებს შესაძლებლობა მიეცემათ,  საქართველოს ეროვნულ ბანკში 3-თვიანი ანაზღაურებადი კვლევითი სტაჟირება გაიარონ. საკონკურსო ნამუშევრები მიიღება 2021 წლის 20 იანვრის 23:59 საათამდე.

ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა საფინანსო სექტორის სტაბილურობის ხელშეწყობაა. ამისათვის, საჭიროა ფინანსური სექტორის ზედამხედველობა და ახალი ფინანსური ტექნოლოგიებისა და მასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციების ბიზნესმოდელების ანალიზი.

ფინანსური სექტორის მდგრადი განვითარების საქმეში კი, მნიშვნელოვანია, ახალგაზრდების  ფინანსური ტექნოლოგიებით დაინტერესების  წახალისება, მათი კრიტიკული აზროვნებისა და ჩართულობის გაზრდა.

კონკურსის მიზანია, გამოავლინოს ნიჭიერი ახალგაზრდები, რომელთაც შეუძლიათ ფინანსური ტექნოლოგიების გარჩევა, რისკების ანალიზი და პოტენციალის შეფასება. ახალგაზრდა მკვლევარებს საშუალება მიეცემათ, კონსულტაცია გაიარონ ეროვნული ბანკის ექსპერტებთან, მათი დახმარებით მკაფიოდ ჩამოაყალიბონ სამაგისტრო თემის მიზანი, ამოცანა, გადაჭრის გზები და საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული ბანკის საშუალებით, მიიღონ და მოაგროვონ მონაცემები.

სამაგისტრო ნაშრომის თემატიკის შესახებ  დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

კონკურსთან დაკავშირებით, კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ მიწეროთ ელ. ფოსტაზე: [email protected]

[R]

General Motors-ს ახალი ლოგო აქვს

Jok.GE-ს კამპანია – საჩუქრები მათ, ვინც თამაშისას ვირტუალურ პირბადეს მოირგებს