in

ორიგამის ტექნიკით შექმნეს რობოტი, რომელიც სხვადასხვა ფორმას იღებს

შვეიცარიულმა კომპანია EPFL-მა თავისი უახლესი პროექტისთვის ორიგამის ტექნიკა გამოიყენა — ეს არის რობოტი, რომელსაც ნებისმიერი მიმართულებით ტრიალი და სხვადასხვა 3D ფორმის მიღება შეუძლია.

Mori3 პოლიგონური ფორმისა და სამკუთხა კიდურების მქონე რობოტია. უძრავ მდგომარეობაში ბრტყელი სამკუთხედის ვიზუალს იღებს, ხოლო ამოქმედებისას სხვადასხვა კონფიგურაციაში ექცევა. მას შეუძლია როგორც სხვადასხვა ზედაპირზე შეუფერხებლად სიარული, ისე მრავალფეროვანი მოძრაობების შესრულება. თანაც Mori3 ძირითადად ავტონომიურად მუშაობს, მაგრამ სხვა რობოტებთან კომუნიკაციას და ურთიერთქმედებასაც ახერხებს საჭიროების შემთხვევაში.

„რობოტიკის აღქმა უნდა გადაგვეაზრებინა, რათა რაღაც ინოვაციური შეგვექმნა. ამ რობოტებს საკუთარი ფორმის შეცვლა, ერთმანეთზე მიმაგრება, დაკავშირება და ფუნქციური სტრუქტურების შექმნა შეუძლია“, — განმარტავს Mori3-ის თანამგამომგონებელი, კრისტოფ ბელკე.

აქვე გუნდის თქმით, აღნიშნული რობოტი სამომავლოდ კოსმოსურ საქმიანობაში დაინერგება და ასტრონავტებს დიდ დახმარებას გაუწევს, ძირითადი ამოცანების შესრულებაში. შესაძლოა, Mori3-ის ფორმების ცვლილების უნარის წყალობით, ის ერთ დღესაც გალაქტიკათაშორის სივრცეშიც გაიგზავნოს.

„ბელვიუ რეზიდენს ბათუმი” – დახვეწილი გემოვნების ადამიანებისთვის

ნახეთ: ცხოვრების „უხილავი მომენტები“ ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში