in

eConsul-ში ePhoto-ს ამბავი იწყება – სტარტაპი რომელიც ამარტივებს სავიზო პროცესებს

ePhoto-ს ამბავი იწყება eConsul-ში, სტარტაპში რომელიც ამარტივებს სავიზო პროცესებს. წლების განმავლობაში დავინახეთ, რომ აპლიკანტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა იყო სავიზო აპლიკაციისთვის შესაბამისი ფოტოს მოპოვება — მარტივი ამოცანა, რომელიც ხშირად რთულდებოდა მკაცრი და ხანდახან დამაბნეველი რეგულაციების გამო. ეს პრობლემა განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა პროექტის Greencard.ge – DV Lottery მწვანე ბარათის გათამაშების დროს, სადაც აპლიკანტებს მხოლოდ 6 თვემდე გადაღებული ფოტო უნდა აეტვირთათ. ტრადიციული ფოტოცენტრში ვიზიტი მოუქნელი გამოსავალია, განსაკუთრებით, დატვირთული გრაფიკის მქონე ადამიანებისთვის, ამას ემატება საცობები და საერთოდ, 21-ე საუკუნეში სურათის გადასაღებად აღარ უნდა გვჭირდებოდეს სახლიდან გასვლა. ვეცადეთ, მოგვეძებნა მსგავსი პლატფორმები, თუმცა საქართველოსა და მის მეზობელ ქვეყნებზე მორგებული ვერაფერი ვიპოვეთ – ამიტომ ავდექით და შევქმენით ePhoto.

ePhoto არის ციფრული ფოტოცენტრი, რომელიც თქვენს ჯიბეში ეტევა. მხოლოდ სმარტფონის გამოყენებით, მომხმარებლებს შეუძლიათ, გადაიღონ შესაბამისი, მაღალი ხარისხის ფოტო სხვადასხვა ოფიციალური დოკუმენტებისთვის, მათ შორის მწვანე ბარათის გათამაშებისთვის, ვიზებისთვის, პასპორტებისთვის, სტუდენტური და სამუშაო ბარათებისთვის. ePhoto იყენებს მანქანურ სწავლებას ფონების ავტომატურად მოსაშორებლად და გაძლევს მითითებებს, თუ როგორ უნდა გადაიღო სწორად სურათი.

ჩვენი ინსტრუქცია მარტივია: უბრალოდ დადექით სინათლის წყაროს წინ, რომ თავიდან აიცილოთ ჩრდილები სახეზე, არ ჩაიცვათ თეთრი ფერის სამოსი. გადაიღეთ სელფი, ან სთხოვეთ მეგობარს გადაგიღოთ. ePhoto დანარჩენს თვითონ მიხედავს — გაწმენდს ფონს, დაარეგულირებს ზომასა და სწორ ფორმატს. ერთ წუთზე ნაკლებ დროში თქვენ მიიღებთ შესაბამის ფოტოს, რომელიც მზად არის გამოსაყენებლად. მეტი სიმშვიდისთვის, თანხის გადახდის შემდეგ, თქვენს სურათს დამატებით ფილტრში ვატარებთ, რაც მინიმუმამდე ამცირებს შეცდომების ან უარყოფის ალბათობას. რამდენიმე წამში მომხმარებელი იღებს მზა ფოტოს, რომელიც შეესაბამება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სტანდარტებს. იქნება ეს საერთაშორისო სტუდენტური ბარათი, ახალი სამუშაო ადგილი თუ მწვანე ბარათის გათამაშება, ფოტოსურათისთვის არსად წასვლა აღარ მოგიწევთ.

ePhoto სულ რაღაც 6 თვის წინ შეიქმნა და 5000-ზე მეტმა ადამიანმა შეძლო სურათის გადაღება. ჩვენ ყოველდღიურად ვაგრძელებთ ზრდას და ვცდილობთ, მაქსიმალურად მოვარგოთ მომხმარებლის საჭიროებებს. წლის ბოლომდე კიდევ ბევრ სიახლეს გპირდებით.

სხვათა შორის, ამჟამად მწვანე ბარათის გათამაშება მიმდინარეობს, მოახერხეთ ფოტოს გადაღება? თუ არა — კარგი დროა სანახავად! ephoto.ai

[პარტნიორის კონტენტი]

Instagram კრეატორებს პირადი შეტყობინებების დახარისხების საშუალებას მისცემს

Meta რობოტ ხელს ქმნის, რომელიც შეხებას იგრძნობს