22
Nov
2019

Windfor’s-მა “Epica Awards-ზე” ოქროს ჯილდო მოიპოვა!

22 Nov 2019

ქართულმა საკომუნიკაციო სააგენტო Windfor’s-მა საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალზე “Epica Awards” კამპანიით Dze-Georgian Project [კატეგორია Social] ოქროს ჯილდო მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაცია სულ ახლახან გავრცელდა. აღსანიშნავია, რომ წელს Windfor’s ერთადერთი ქართული სარეკლამო სააგენტო იყო, რომელიც ზემოთ აღნიშნულ კრეატიულ ფესტივალზე ფინალისტებს შორის მოხვდა.

„ნებისმიერი ჯილდოს მოგება სასიამოვნოა, მაგრამ, რა თქმა უნდა, მათ შორის განსაკუთრებულებიც არსებობს. „ეპიკა„ სწორედ ასეთია, ერთადერთი ჯილდო, რომლითაც დარგში მოღვაწე ჟურნალისტები ანიჭებენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეულ ნამუშევრებს. ძალიან სასიხარულოა ასეთ რჩეულთა შორის მოხვედრა და ეს მთელიქვეყნისთვის განსაკუთრებული მოვლენაა, – ამბობს Windfor’s-ის დამფუძნებელი ვატო ქავთრაძე.

შორტლისტიდანოქრომდე გზა მოკლე და ნერვიული იყო. ამბობს, რომ ნებისმიერი ჯილდო ძალიან გაგვახარებდა, მაგრამ ოქროს, სააგენტოსთვის, მაინც სხვა ფასი და წონა აქვს, მით,უმეტეს ისეთ კონკურეტებთან ჭიდილში, როგორებიც წარმოდგენილი იყო.

„ყოველი მომდევნო წარმატება, მით უმეტეს ამ მასშტაბის ფორუმებზე, არის ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ინდუსტრიის და შესაბამისად ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში“.

Epica Awards მსოფლიოს უმსხვილესი კრეატიული რეკლამის ფესტივალია. “ეპიკას“ ჟიური საერთაშორისო გამოცემების ჟურტალისტებითაა დაკომპლექტებული და ამის გამო სარეკლამო [ინდუსტრიის] „ოქროს გლობუსს“ ეძახიან. სწორედ ამიტომ, აღნიშნული კონკურსის ფინალისტებში მოხვედრა და შემდეგ უკვე გამარჯვება Windfor’s-ისთვის და საქართველოსთვის ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელია.

გარდა ამისა, Epica Awards-ზე გამარჯვება Windfor’s-ს ACAG-ის რეიტინგებში დამატებით ქულას მოუტანს.

განხილვა