„ეპინეფრინის პასტა“ (EpiPen) სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოწყობილობაა მათთვის, ვისაც მძიმე ალერგიული რეაქციები აქვს. დაწყებითი სკოლის მოსწავლემ კი ახლა აღმოაჩინა, რომ კოსმოსში ყოფნისას მისი ეფექტი იკარგება — Ottawa-ს სკოლის მოსწავლეებმა კოსმოსურ სივრცეში აღნიშნული მოწყობილობა გააგზავნეს, რათა ენახათ, როგორ მოქმედებს მასში შემავალი წამალი კოსმოსურ რადიაციაზე.
ახლა კი უფრო ვრცლად გიამბობთ: 9-12 წლის ბავშვებმა Cubes in Space პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც წლიდან წლამდე ერთ პროექტს ირჩევს განსახორციელებლად. ამჟამად კი მოსწავლეებს სურდათ, კოსმოსურ სივრცეში „ეპინეფრინის პასტის“ ორი ნიმუში გაეგზავნათ. მათი დაბრუნების შემდეგ კი მეცნიერებმა შეისწავლეს. როგორც შედეგებმა აჩვენა, ეპინეფრინი დაზიანდა — მხოლოდ 87% იყო სუფთა, 13% კი ტოქსიკურ ნივთიერებაში გადაიზარდა. გამოდის, „ეპინეფრინის პასტა“ არა მხოლოდ გამოუსადეგარი, არამედ სასიკვდილოდ სახიფათო ხდება კოსმოსში გამოყენებისას.