in

„ეპიზოდი” – თანამედროვე ციფრულ ტექნოლოგიებზე მორგებული სასტუმრო საქართველოში

თიბისის ბიზნეს დაჯილდოების ფინალისტია ნომინაციაში – „გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნისთვის”

Startauperi
Startauperi

მეშვიდე წელია, ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებისა და ცნობადობის გაზრდისთვის, თიბისი ბიზნეს დაჯილდოების ყოველწლიურ მასშტაბურ ღონისძიებას ატარებს. კონკურსში 7 წლის განმავლობაში 3000-მდე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, წელს პროექტში მონაწილეობის სურვილი რეკორდული რაოდენობის, 412-მა კომპანიამ გამოთქვა. სულ ცოტა ხნის წინ, ბიზნეს დაჯილდოება 2022-ის ფინალისტების ვინაობა გახდა ცნობილი. 5 ნომინაციაში სულ 15 ფინალისტი მოხვდა და სტატიების ამ სერიაში თითოეულ მათგანს უფრო ახლოს გაგაცნობთ.

შეგახსენებთ, რომ ფინალისტები შემდეგ ნომინაციებში ასპარეზობენ: საუკეთესო პროდუქტი, საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი, გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა, გამორჩეული როლი რეგიონის განვითარებაში, გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება.

დღეს საქართველოში მოქმედ ტექნოლოგიურ სასტუმროზე, „ეპიზოდზე” მოგიყვებით, რომელიც უახლესი ტექნოლოგიითაა აღჭურვილი და მაქსიმალურად ცდილობს, რომ მასთან მისულმა სტუმარმა კომფორტი არა მხოლოდ სასტუმროში დარჩენით იგრძნოს, არამედ ნებისმიერი სერვისიც მარტივად მიიღოს, რაშიც ციფრული ტექნოლოგიები ეხმარება. 

მაინც რაში გამოიხატება სასტუმროს ტექნოლოგიურობა? დავიწყოთ ჩეკ ინით. სასტუმროში მოსულ სტუმარს არ უწევს ტრადიციული ჩეკინების გავლა, მას ხვდება ე.წ kiosk, რომელიც საშუალებას აძლევს, დამოუკიდებლად, სულ რაღაც 2 წუთში განახსორციელოს ისეთი აქტივობები, როგორებიცაა: check in, check out, ჯავშნის გაკეთება, გადახდა, და ბარათის აქტივაცია. Პროცესს კიდევ უფრო ამარტივებს ჯავშნის შემთხვევაში მეილზე მიღებული QR-ის გააქტიურება ან კრიპტო გადახდა, რომელიც, როგორც თავად კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, მხოლოდ სასტუმრო ეპიზოდს აქვს საქართველოს სასტუმროების ინდუსტრიაში. გარდა ამისა, სასტუმრო მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ისარგებლოს აპლიკაციით, სადაც შესაძლებელია რეგისტრაცია და გასაღების გენერირებაც კი. აქვე ჩაშენებულია City Guide, რომელიც სტუმრებს ეხმარება ქალაქის ღირსშესანიშნაობათა დათვალიერებაში, რესტორნები და ღონისძიებები. 

ეს და სხვა მრავალი მნიშვნელოვანი დეტალია, რომელიც საერთო ჯამში, ერთიან სისტემას ქმნის და მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილებას უზრუნველყოფს. სწორედ გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების ნომინაციაშია წარდგენილი „ეპიზოდი” ბიზნეს დაჯილდოებაზე.

დეტალებზე სასაუბროდ მარიშა გოგოლაურს, „ეპიზოდის” მარკეტინგისა და ციფრული პროდუქტების ხელმძღვანელს მივმართეთ:

M: მარიშა, მოგვიყევით სასტურმოს კონცეფციასა და იდეაზე, თუ როგორ და რატომ გაჩნდა „ეპიზოდი”?

ეპიზოდის იდეა გაჩნდა პანდემიამდე, თუმცა სწორედ პანდემიის პერიოდში ციფრულ სერვისებზე მოთხოვნამ უფრო გააძლიერა ეს აზრი. იმის გამო, რომ სასტუმროს საერთაშორისო ბრენდები მოწყობითა და საოპერაციო მოდელით დიდად ერთმანეთისგან არ განსხვავდებიან, ჩვენი გუნდის დიდი სურვილი იყო, შეგვექმნა საკუთარი ბრენდი, რომელიც იქნებოდა განსხვავებული და კონკურენტულ ბაზარზე სრულიად ახალ სიტყვას ვიტყოდით. ეს იყო იდეოლოგია, რომელიც სრულიად ეფუძნება თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების ადაპტაციას სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში.

M: რას გულისხმობს კონკრეტულად ეს იდეა და რა არის თქვენი მიზანი?

ადამიანებს სჭირდებათ სივრცე, სადაც შეძლებენ დაისვენონ, იმუშაონ კონფორტულად, მიიღონ ინსპირაცია და გაიცნონ მათთვის საინტერესო ადამიანები. „ეპიზოდის” გუნდი ქმნის პირველ ტექნოლოგიურ სასტუმროს რეგიონში და ბრენდს, რომელიც იქნება ქართული სტუმარ-მასპინძლობის ტექნოლოგიური სიტყვა და სავიზიტო ბარათი ქვეყნის გარეთ.

სასტუმრო „ეპიზოდში” მოსულ სტუმარს შესაძლებლობა აქვს, უცებ გაიაროს ყველა საჭირო პროცედურა და ციფრულად მიიღოს მისთვის სასურველი ხარისხიანი მომსახურება. ჩვენი მიზანია, შევქმნათ სრულიად ახალი სტანდარტები სტუმარ-მასპინძლობის მსოფლიო ინდუსტრიაში, რაც აისახება იმაში, რომ მომხმარებლებს გავუმარტივოთ სასტუმროში ცხოვრება, დასვენება თუ მუშაობა.

M: რატომ გადაწყვიტეთ ბიზნეს დაჯილდოების კონკურსში მონაწილეობა და რა მოლოდინები გაქვთ?

ბიზნეს დაჯილდოება ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნეს კონკურსია, რომელიც უკევე რამდენიმეწლიან გამოცდილებას ითვლის. აქ გამარჯვება იქნება იმის დასტური, რომ ჩვენ მიერ შექმნილი ბრენდი და მისი გამოცდილება, ნამდვილად გამორჩეულია. ის უნიკალური შესაძლებლობები, რაც გამარჯვებულის ტიტულს თან ახლავს, მოგვცემს საშუალებას, უფრო სწრაფად მოვიყვანოთ სისრულეში ჩვენი დასახული გეგმები და მიზნები. 

Setanta Sports-მა უზბეკეთში სპორტული მაუწყებლის ლიცენზია მოიპოვა

მეცნიერება თამაშ-თამაშით – ატომ ქიდსი