in

ITB Berlin-ზე სასტუმრო „ეპიზოდი“ ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიებით წარდგა

როგორც იცით, 6-9 მარტს ბერლინში მსოფლიოში უმსხვილესი ტურისტული გამოფენა — ITB Berlin გაიმართა, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელიც საქართველოს პირველი მაღალტექნოლოგიური სასტუმრო „ეპიზოდი“ იყო.

რადგანაც „ეპიზოდისთვის“ ტექნოლოგიებზე ორიენტირი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გამოფენის ფარგლებში ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ, იმ ინოვაციურ ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს გასცნობოდნენ, რომლებსაც სასტუმრო თავის მომხმარებლებს სთავაზობს — კერძოდ, კიოსკი, რომლის მეშვეობითაც სასტუმროში ხდება ჩექინ/ჩექ აუთი, ვებსაიტი და აპლიკაცია, რომელიც სტუმარს საშუალებას აძლევს ეპიზოდში არსებული ყველა სერვისი თუ პროდუქტი თავადვე მართოს.

აღსანიშნავია, რომ ITB-ზე სასტუმრო „ეპიზოდმა“ საკმაოდ დიდი შთაბეჭდილება დატოვა ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიის კრეატიული გამოყენების დემონსტრირებით, რომლის მეშვეობითაც, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დეტალურად გასცნობოდნენ სასტუმროს, მიეღოთ რეალისტური გამოცდილება ეპიზოდის კეთილმოწყობასა და მისი სერვისების შესახებ.

ზოგადად, ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიები უკვე ფართოდ გავრცელებულია სხვადასხვა ინდუსტრიაში. „ეპიზოდის“ მიერ VR მოწყობილობის გამოფენაზე გამოყენება კი საინტერესო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ტექნოლოგიების გამოყენება სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში, მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.

„ITB Berlin-ში მონაწილეობის მიღებამ მოგვცა შესაძლებლობა, მსოფლიო ბაზარზე მოგვეხდინა ეპიზოდის პოზიციონირება, როგორც ისეთი ბრენდის, რომელიც ტექნოლოგიების მეშვეობით ქმნის მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებულ ნოვატორულ გამოცდილებას. შევხვდით და ვაწარმოეთ მოლაპარაკებები ინდუსტრიის ლიდერებთან, რომლებთანაც ვგეგმავთ საინტერესო პროექტებზე მუშაობას“, — ნიკა ჩერქეზიშვილი, სასტუმრო „ეპიზოდის“ მმართველი პარტნიორი.

მსოფლიოს უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 180 ქვეყნის 6 000-მდე გლობალური ბრენდი და მას 150 000-ზე მეტი ვიზიტორი ესწრებოდა.

[R]

რა უნდა იცოდნენ მარკეტერებმა GPT-4-ის შესახებ?

როგორ გამოვიყენოთ კლავიატურის Shortcut-ები?