in ,

 Episode – მეორადი ტანსაცმელის პირველი ონლაინ მაღაზია საქართველოში.

Startauperi
Startauperi
ლევან ოქრიაშვილი
ლევან ოქრიაშვილი

„ეპიზოდი“ მეორადი ტანსაცმლის პირველი ონლაინ მაღაზიაა საქართველოში. მაღაზიის დამფუძნებლები, ლევან ოქრიაშვილი და ლაშა მარგიანი მეორადი ტანსაცმლის მომხმარებლები არიან, რომლებმაც გადაწყვიტეს, თავიანთი გამოცდილება ბიზნესად ექციათ. მაღაზიის ვებგვერდი რამდენიმე დღის წინ ამუშავდა და აქ უნიკალური სამოსის შეძენა მარტივად და რაც მთავარია, შეღავათიან ფასებში შეიძლება. ონლაინ მაღაზიის შესახებ უფრო დეტალურად ლევან ოქრიაშვილის ინტერვიუდან შეიტყობთ.

M: როგორ გაჩნდა ეპიზოდის“ შექმნის იდეა?

ჩვენი მეგობრებისა თუ ნაცნობების წრეში ბევრი აღმოჩნდა ისეთი, ვინც მეორადი ტანსაცმლის აქტიური მომხმარებელია, მათ შორის, ჩვენც. პირადი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ ეს პროცესი, ტანსაცმლის უდიდეს გროვებში ქექვა და იმ ერთი განსაკუთრებული მაისურის, შარვლისა თუ ქურთუკის მოძიება ძალიან რთულია და ამასთან ერთად, ძალიან დამღლელიც. ამ ყველაფრის გაანალიზების შემდეგ გაგვიჩნდა იდეა, შეგვექმნა სივრცე, სადაც თავს მოვუყრიდით ახალგაზრდებისთვის სასურველ ტანსაცმელს. ხანგრძლივი და დამღლელი დღეების შემდეგ მივიღეთ ის, რასაც ახლა ჩვენს ვებგვერდზე ხედავთ.

episode

M: რა სერვისებს სთავაზობთ მომხმარებელს?

ჩვენ ვუზოგავთ მომხმარებლებს დროსა და ენერგიას და ვაძლევთ საშუალებას, სახლიდან გაუსვლელად, შეიძინონ სასურველი სამოსი. ამასთან ერთად, თბილისის მასშტაბით შეკვეთებზე მოქმედებს უფასო მიტანის სერვისი. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენს მომხმარებლებს სრულ კომფორტს ვუქმნით.

M: რა ეტაპზე ხართ ამჟამად?

ჯერ ერთი კვირაც არაა, რაც საიტი ამუშავდა, მაგრამ მომხმარებლების მხრიდან ინტერესი უკვე საკმაოდ დიდია, რაც დიდ სტიმულს გვაძლევს. ვებგვერდი ამ ეტაპისთვის პროდუქციით დატვირთული არ არის, მაგრამ უახლოეს პერიოდში დაემატება ახალი “ეპიზოდები”, რაც მომავალში სისტემატურ ხასიათს მიიღებს.

ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მოლაპარკება თბილისში არსებულ რამდენიმე მეორად და ვინტაჟ კონცეფტის მატარებელ მაღაზიასთან, რათა მათაც შეძლონ ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით თავიანთი ტანსაცმლის გაყიდვა. ამ მხრივ სიამოვნებით მივიღებთ შეთავაზებებს სხვა მსგავსი ფორმატის მაღაზიებისგანაც.

episode

M: რა სამომავლო გეგმები გაქვთ?

სამომავლოდ ვგეგმავთ გავაფართოვოთ მასშტაბები და დიდი სურვილი გვაქვს რეგიონებში მცხოვრებმა ახალგაზრდებმაც შეძლონ ჩვენი ტანსაცმლის შეძენა. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი ხედვები და მიზნები გამართლდება, მეზობელ ქვეყნებში გასვლასაც ვგეგმავთ.

episode episode

ლევან ოქრიაშვილი, ლაშა მარგიანი
ლევან ოქრიაშვილი, ლაშა მარგიანი

14 სატვირთო ავტომობილი, რომელიც გიგანტურ საათს განასახიერებს – Scania-ს სარეკლამო შოუ

4 ოქტომბერს Google მისი წარმოების სმარტფონს წარმოგვიდგენს