ცხოვრების განმავლობაში, არაერთ ალერგიულ ადამიანს ვხვდებით, ან თვითონ გვიწევს ამა თუ იმ საკვებით, მცენარითა თუ ნივთიერებით გამოწვეულ რეაქციასთან გამკლავება. მათთვის, ვისთვისაც ასეთი ნივთიერებების რიცხვი ჭარბია და ხშირად, არც თუ ისე ხელსაყრელ პირობებში უწევს მიიღოს მედიკამენტი, რაისის უნივერსიტეტის სტუდენტებმა EpiWear შექმნეს. ეს არის საათი, ეპინეფრინით სავსე შპრიცის შიგთავსით. საათი, რომლის ღილაკზე დაჭერაც საკმარისია ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტის ინექციისთვის.
ბრიტანელმა სტუდენტებმა იზრუნეს შემთხვევითობების თავიდან ასარიდებლად – შპრიცი სამ ნაწილად იკეცება და შემთხვევითი ინექციის საშიშროება თითქმის არ არსებობს. რაც შეეხება მის დიზაინს, EpiWear 3D პრინტერით დაბეჭდილი ნაწილებისგან შედგება.
აღსანიშნავია, რომ ადამიანებისთვის, რომლებსაც ალერგიის მძიმე ფორმები აწუხებთ, ეპინეფრინი მწვავე შეტევასთან გამკლავების მნიშვნელოვანი საშუალებაა. მეტიც, სასურველია, რომ ეს მედიკამენტი ალერგიის მძიმე ფორმების მქონეებს მუდამ თან ჰქონდეთ. ასეთი პრობლემის მქონე ადამიანებისთვის, აქამდე, ეპინეფრინის ამპულების ტარება დისკომფორტს უკავშირდებოდა. მით უფრო, ინექციის პროცესი უხერხულ სიტუაციაში – სამსახურებრივ გარემოსა თუ სხვა ტიპის სოციალური აქტივობისას.
ბრიტანელი სტუდენტების თქმით, EpiWear მოსახერხებელი მოწყობილობაა, რომელიც სამომავლოდ უფრო დაიხვეწება და აქსესუარის ფუნციასაც შეიძენს.