in

აუგმენტური რეალობის სათვალე, რომელიც ტელეფონზე ერთდება

veon
veon

იაპონურმა კომპანიამ Epson აუგმენტური რეალობის (AR) სათვალე გამოუშვა, რომლის მიერთებაც თქვენს სმარტფონზე შეგიძლიათ. სათვალე სახელად Moverio BT-30C კავშირდება Android-ის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე სმარტფონთან, ან Windows PC-ზე. ანუ, შეგიძლიათ გაფართოებული რეალობის გამოყენებით, თქვენი ტელეფონით ხელში და აუგმენტური რეალობის სათვალით თვალებზე, გახდეთ თქვენი საყვარელი შოუების თანამონაწილე, რადგან AR გაძლევთ საშუალებას, ნებისმიერი ციფრული პროდუქტი თქვენთვის ხელშესახები და განცდადი გახდეს. მოდელი BT-30C 95 გრამს იწონის.

Epson Moverio სათვალე 499 დოლარი ეღირება და ის ბაზარზე 2019 წლის ივნისში გახდება ხელმისაწვდომი. Moverio დიდი ხანია აუგმენტური რეალობის მიმართულებით მუშაობს. მან პირველი ასეთი სათვალე 2011 წელს გამოუშვა, მანამ, სანამ Google Glass ან Microsoft HoloLens გამოჩნდებოდა.

„საქართველოს უნივერსიტეტში“ კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა

Tsikolia ახალ საათს უშვებს