in

კორეული წარმოშობის მსოფლიო ბესთსელერი ბრენდი „ერბორიანი“ უკვე საქართველოშია!

მსოფლიოში ცნობილი, L’Occitane ჯგუფის წევრი ბრენდი – ერბორიანი, რომელმაც ევროპა და ამერიკა დაიპყრო, ახლა უკვე საქართველოშია და მისი შეძენა ფარმ სახლის სააფთიაქო ქსელში შეგიძლიათ

ერბორიანი კორეულ-ფრანგული ბრენდია, რომელიც კორეული სუპერ ინგრედიენტების და ფრანგული ტექნიკის გამოყენებით, ქმნის უნიკალურ თავის მოვლის და კოსმეტიკის საშუალებებს. გამორჩეული ტექსტურით, მიკროელემენტებით და მდგრადობით, ერბორიანის პროდუქცია არა მხოლოდ მომენტალურ ეფექტს იძლევა, არამედ მკურნალობს და აღადგენს კანის ბუნებრივ სიჯანსაღეს.

ერბორიანი იყო პირველი ბრენდი, რომელმაც კორეული პროდუქცია ევროპულ კანის ტიპს მოარგო და ერთ-ერთი პირველი რომელმაც ევროპაში BB კრემის გაყიდვა დაიწყო. დღეს ერბორიანი მსოფლიო ბესტსელერად ითვლება და კონკრეტულად CC კრემი ყოველ 20 წამში ერთხელ იყიდება. ის 2022 წელს ყველაზე გაყიდვად პროდუქტად დასახელდა Sephora-ს პარიზის ფილიალში და უამრავი პროფესიული ჯილდო მოიპოვა. ერბორიანის ვიდეოები დღეს ტიკტოკზე მილიარდზე მეტ ნახვას აგროვებს და სხვადასხვა სოციალურ არხებში ვირუსულად ვრცელდება.

ერბორიანის ცნობილი CC კრემის უნიკალური ფორმულა შეიცავს კაფსულირებულ პიგმენტებს, რომელიც ფერს იცვლის კანთან კონტაქტისას, ათანაბრებს კანის ფერს და უზრუნველყოფს ბუნებრივ იერს. ასევე, უდიდესი პოპულარობით სარგებლობს ერთ-ერთი CC კრემი – Red Correct-ი, რომლის კაფსულირებული მწვანე პიგმენტი ეფექტურად ფარავს სიწითლეს, ხოლო კორეული სუპერ ინგრედიენტი – ცენტელა აზიატიკა მომენტალურად ამშვიდებს კანს. შედარებით მეტი დაფარვა აქვს BB კრემს, ხოლო Super BB  სრულ დაფარვას უზრუნველყოფს. ჰიბრიდული საშუალებების გარდა, რომლებიც კოსმეტიკისა და კანის მოვლის მიქსს წარმოადგენს, ერბორიანის ასორტიმენტში ასევე შედის უამრავი კანის მოვლის საშუალება დეტოქს და ბუსტ ხაზებიდან: ლოსიონები, შრატები, დამატენიანებელი კრემები, პილინგი და სხვა. თითოეული ხაზი დაფუძნებულია კორეულ მცენარეებზე, რომლებიც განსაკუთრებული ტექნიკით მუშავდება და ზუსტად ერგება სხვადასხვა კანის ტიპის საჭიროებებს.

ბრენდი,  გამოირჩევა ძლიერი პოზიციონირებით და მისიით, რაც ხაზს უსვამს მის მთავარ ღირებულებებს და ფილოსოფიას. ის მკაფიოდ გამოხატავს მიზანს, რომ ხელი შეუწყოს თითოეულ ადამიანს თვითშეფასების ამაღლებაში. მისი პროდუქციაც ამ იდეით იქმნება და სრულად პასუხობს ბრენდის მთავარ დაპირებას: „ეს შენი კანია – იამაყე”.

ერბორიანის სრული ასორტიმენტი დღეს ექსკლუზიურად არის წარმოდგენილი ფარმ სახლის სააფთიაქო ქსელში, მთელი საქართველოს მასშტაბით, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

[R]

მცირე და საშუალო ბიზნესით დაინტერესებულ ახალგაზრდებს საქართველოს ბანკი სტაჟირების პროგრამას სთავაზობს

იარაღის წარმოებიდან თავის მოვლის მოწყობილობამდე – Remington